ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 1:0 - ასე ნანატრი...

AutoSharing Option
"ვიტ ჯორჯიამ" სამკვდრო-სასიცოცხლო ომი მოუგო "კოლხეთს" მშობლიურ "მცხეთა პარკზე" და უმაღლეს ლიგაში დასარჩენ პლეი ოფში მოსახვედრად ახლა მხოლოდ თავის თავზეღაა დამოკიდებული.

თამაშის წინ ყველა ვარაუდობდა, რომ გაცილებით მოტივირებულ მასპინძელს უნდა მოეგო, თუმცა შემადგენლობაგანახევრებულმა "კოლხეთმა" (გუნდს სხვადასხვა მიზეზით აკლდნენ ლემონჯავა, კილასონია, გოგონაია და შენგელია) ვიტელებს დიდი ბრძოლა გაუმართა.

ბადრი ნინუას საფინალო სასტვენამდე მინდორზე მეტოქეთა ძვლების ჭახაჭუხი ისმოდა...

მატჩს დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე და ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე; იყვნენ სხვა სპეციალისტებიც...

პირველი ტაიმის საწყის 20 წუთში "კოლხეთი"
მეტოქეზე უკეთ და მწვავედ გამოიყურებოდა. ფოთელები გაცილებით სწრაფად ათამაშებდნენ ბურთს. ეს შეიძლება იმითიც აიხსნას, რომ მათზე არანაირი ფსიქოლოგიური წნეხი არ მოქმედებდა.

ფოთელთა დაწინაურების შანსი ორჯერ მიეცა ექსვიტელ გურამ გურეშიძეს. პირველ ეპიზოდში მან ბურთი კარს ააცილა, მეორედ კი მისი დარტყმული ჯონი შეროზიამ მოიგერია.

ტაიმის მეორე ნახევრიდან მასპინძლებმა თამაში გაათანაბრეს. ვიტელთა შორის გამორჩეულ კახა კახაბრიშვილს შეექმნა საგოლე მომენტი, მაგრამ მის დარტყმულს სიზუსტე ოდნავ დააკლდა.

"ვიტ ჯორჯიასა" და მისი ახალგაზრდა მწვრთნელის, თენგიზ კობიაშვილის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა ძალიან კარგად ჩაატარა მეორე ტაიმი. ამის მიუხედავად, პირველი ორი მომენტი "კოლხეთისა" იყო - ჯერ ლაშა ამბროლაძემ ვერ გაიტანა ახლოდან, მერე კი შოთა ჯიქიამ ვერ აჯობა მეკარეს.

"ვეტერინარებმა" მეთოდურად მოიპოვეს უპირატესობა მოედნის ცენტრში და ნანატრი გოლიც შეაგდეს - ლევან საბაძემ მარჯვენა ფლანგზე გაინავარდა და შესანიშნავად ჩაუწოდა კახაბრიშვილს, ვინც კუთხე "ჩაკეტა" და იერიში გოლით დააგვირგვინა.

ამის მერე ისევ კახაბრიშვილს მართებდა გატანა, რომელმაც შორიდან მძლავრად დასცხო. მერე ელგუჯა ლობჟანიძემ და ვანო კურდღელაშვილმა რაღაც სასწაულით ვერ შეაგდეს, ბოლოს კი იყო არბიტრის სასტვენი, რომელმაც "ვიტ ჯორჯიის" ნანატრი გამარჯვება დააფიქსირა.

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIX ტური
17.05. მცხეთა. "მცხეთა პარკი"
ვიტ ჯორჯია-კოლხეთი 1:0
გოლი: 1:0 კახაბრიშვილი (68)
ვიტ ჯორჯია (4-5-1): შეროზია - საბაძე, კალანდია, გეთიაშვილი, დანელია - ლებანიძე, კურდღელაშვილი, გახარია (89. მერებაშვილი), კახაბრიშვილი, მაისურაძე (85. ბუნტური) - ლობჯანიძე.
სათადარიგოები: ისერგიშვილი, დემეტრაშვილი, ვაზაგაშვილი, დადიანი, ხვისტანი.
მწვრთნელი: თენგიზ კობიაშვილი
კოლხეთი (4-5-1): სეფიაშვილი - თ. კაკულია (76. გუგუშვილი), თევზაძე, ჩადუნელი, ლ. კაკულია (65. ქორჩილავა) - ჟიშკარიანი, გურეშიძე, გიგაური, ჩაკვეტაძე, ამბროლაძე (84. სარსანია) - ჯიქია.
სათადარიგოები: ძაგანია, ბარამიძე
გაფრთხილება: კურდღელაშვილი (57), ლ. კაკულია (60), კალანდია (75)
არბიტრი: ბ. ნინუა

ბომბარდირები:
ი. მოდებაძე (დილა) 14
გ. პაპუნაშვილი (დინამო თბ) 13
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 11
ჯ. დვალი (ზესტაფონი)* 10
ო. კვერნაძე (ტორპედო) 9
შ. ლომია (ზუგდიდი) 9
დ. სიჭინავა (კოლხეთი/სიონი) 9
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 8
შენიშვნა: * - ჯაბა დვალი კარიერას მოლდოვის "დაჩიაში" განაგრძობს

ბოლო ტური (XXX) ტური
22 მაისი, პარასკევი
სიონი-გურია
დილა-ვიტ ჯორჯია
დინამო (თბ)-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი
მეტალურგი-ტორპედო
სამტრედია-მერანი
შუქურა-დინამო (ბთ)
ზესტაფონი-ზუგდიდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
https://www.youtube.com/watch?v=SoMXNWy6m-I&feature=youtu.be


თამაშის მიმოხილვის ლინკი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული