თბილისის "დინამო": გია გეგუჩაძის წარდგენა 20 მაისს მოხდება

AutoSharing Option
20 მაისს, 14:00 საათზე, "დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში მოხდება კლუბის ახალი მწვრთნელის, გია გეგუჩაძის წარდგენა. ჟურნალისტთა კითხვებს გია გეგუჩაძე და "დინამოს" პრეზიდენტი, ბატონი რომან ფიფია უპასუხებენ.

გია გეგუჩაძე "დინამოს" 2004-05 წლებში წვრთნიდა. უეფას თასის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე კარაკოვის "ვისლას" დამარცხების შემდეგ კლუბთან ერთად უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა მოახერხა და ამით "დინამო" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომელმაც ევროთასის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა შეძლო.

ბოლოს გია გეგუჩაძე, 2013-14 წლებში, "ზესტაფონს" წვრთნიდა, სადაც გუნდი რატკო დოსტანიჩის წარუმატებელი სტარტის შემდეგ ჩაიბარა და
საბოლოოდ ზესტაფონელებმა სეზონი მეორე ადგილზე დაასრულეს.

წყარო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
როგორც იქნა დინამოს ხელმძღვანელობა გონს მოეგო და მიიღეს ადეკვატური გადაწყვეტილება. ძაან გამიხარდა, წარმატებები გეგუჩაძეს. საქართველოში ამ ეტაპზე ყველაზე კვალიფიციური სპეციალისტი. აწი უკვე დარწმუნებული ვა. დინამოს წარმატებებში.
georgiano
19:38 18-05-2015
0
გოგიჩა იყო მაგარი ტრენერი, სუპტა მაურინოი იყო. რატო გაუშვეს.
vova
18:59 18-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული