გია გეგუჩაძე: ყველა კითხვას სწორედ ამ წარდგენის დროს ვუპასუხებ

AutoSharing Option
რამდენიმე დღით ადრე "ლელო" ამაზე ვარაუდით წერდა, ახლა კი უკვე ასპროცენტიანი გარანტიით შეიძლება ვთქვათ - თბილისის "დინამოს" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, 20 მაისს, 14 საათზე, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანი ახალ დამრიგებელს, გია გეგუჩაძეს წარადგენს.

თბილისის "დინამოს" სამწვრთნელო სავარძელში 49 წლის სპეციალისტი უმცროს კოლეგა კახა გოგიჩაიშვილს შეცვლის. მასთან ორწლიანი კონტრაქტი გაფორმდება. გუშინვე "ლელო" გეგუჩაძეს შეეხმიანა:

"ვადასტურებ ინფორმაციას, რომ თბილისის "დინამოს" გავწვრთნი. დანარჩენზე ახლა ვერ ვისაუბრებ. 20 მაისს არის წარდგენა და ყველა კითხვას სწორედ ამ წარდგენის დროს ვუპასუხებ",
- გვითხრა გეგუჩაძემ.

ჩვენი საკლუბო ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელი "დინამოს" უკვე თავკაცობდა 2004-05 წლებში. სწორედ მას უკავშირდება დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მიღწევა - მაშინ გეგუჩაძის ხელმძღვანელობით, დინამოელებმა უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშეს.

"დინამოს" გარდა, გეგუჩაძეს გაუწვრთნია "ზესტაფონი" და "ტორპედო", მუშაობდა საფეხბურთო კლუბ "გაგრაში". ბოლოს ის ისევ "ზესტაფონს" მოძღვრავდა, თუმცა მიმდინარე სეზონის პირველი ნახევრის დასრულების შემდეგ გუნდი დატოვა.

რაც შეეხება "დინამოს" აწ უკვე ყოფილ დამრიგებელ გოგიჩაიშვილს, კლუბის ხელმძღვანელობამ თანამდებობიდან მისი გათავისუფლების გადაწყვეტილება ლანჩხუთის "გურიასთან" კვირას ფრედ (2:2) დასრულებული მატჩის შემდეგ მიიღო.

ამ დროისთვის, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი ეროვნულ ჩემპიონატში მესამე ადგილზეა და ქვეყნის თასის ფინალში "სამტრედიასთან" ჯახს ელის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან კარგი კანდიდატურაა. მიკვირდა კიდეც რატომ აქამდე არ დაუძახეს. მინდა წარმატება ვუსურვო ბატონ გიას.
0
ძალიან კარგია რომ გეგუჩაძე დინამოში მივიდა.მე დამწყები ფეხბურთის სპეციალისტი ვარ და ქუთაისში მის ვარჯიშებს ხშირად ვესწრებოდი.ვარჯიშებს ძირითადად მისი ასისტენტი ასპინძელაშვილი ატარებს მაგრამ იგრძნობოდა რომ თვითოეული ვარჯიში დეტალურად დაგეგმილი და გათვლილი იყო.დარწმუნებული ვარ რომ დინამოში წარმატებებს მიაღწევს.მიუხედავად იმისა რომ ქუთაისელი ვარ დინამო ყოველთვის იყო და დარჩება საქართველოს ნომერ პირველ გუნდად და მისი წარმატება დიდწილად განსაზღვრავს მთელი ქართული ფეხბურთის დონეს.
qutaiseli
12:39 19-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული