"მოგესალმებით. მინდა წარგიდგინოთ "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი. გია გეგუჩაძე 10 წლის წინ მუშაობდა "დინამოში" და ვფიქრობ, დღეს დადგა ის დრო, როდესაც გეგუჩაძემ უნდა ჩაიბაროს "დინამო".
"დინამოს" დღეს სჭირდება პროგრესი და სტაბილურობა, სხვა დანარჩენი ჩვენს კლუბში არის. დარწმუნებული ვარ, გეგუჩაძესთან ერთად მოვა სტაბილურობა. გუნდში გვყავს ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელები - ამ თაობამ უნდა გაახაროს ჩვენი გულშემატკივარი. ლეგიონერები იქნებიან თუ არა გუნდში, ამას მთავარი
"დინამო" საქართველოში, რა თქმა უნდა, იბრძოლებს ყველა ტიტულისათვის. მიზანია გაკეთდეს კარგი და ბრძოლისუნარიანი გუნდი. კიდევ ერთხელ განვმეორდები: დღეს ჩვენთვის მთავარია პროგრესი და სტაბილურობა. წარმატებებს ვუსურვებ გია გეგუჩაძეს", - თქვა ფიფიამ.
"ყველას მოგესალმებით და მადლობას მოგიხდით მობრძანებისთვის. მადლობა ბატონ რომან ფიფიას და კლუბის ხელმძღვანელობას. ჩემთვის აქ ყოფნა დიდი პატივი და ნდობაა.
მადლობა "დინამოს" გულშემატკივარს და იმ სამწვრთნელო შტაბს, რომელიც ჩემამდე მუშაობდა.
ვეცდები, ჩემი განცდები "დინამოსთან" მიმართებაში მარტივად და მალე მივიტანო გულშემატკივართან და იმ ხალხთან, ვინც მუშაობს "დინამოში".
წარმოგიდგენთ დღევანდელ სამწვრთნელო შტაბს. გია ჯიშკარიანი - გუნდის უფროსი, გურამ ასპინძელაშვილი - მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, დათო ჯანელიძე - მეკარეების მწვრთნელი. გუნდის ფიზმომზადების მწვრთნელი, ექიმი, მასაჟისტები და ადმინისტრაცია იმავე შემადგენლობით რჩება.
"დინამოში" შეკრებილია ნიჭიერი თაობა, ჩვენი მიზანი კი, რა თქმა უნდა, საქართველოში ყველა ტიტულის მოპოვებაა. დრო ძალიან ცოტა გვაქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ევროთასების უახლოესი მატჩი თვენახევარში გვიწევს", - თქვა გეგუჩაძემ.
წყარო: fcdinamo.ge
ასევე იხილეთ:
რომან ფიფია: ფეხბურთის ფედერაცია ამის გამო პასუხს აგებს