გუნდური ჩხუბი და ვირის ყროყინი საქართველოს პირველ ლიგაში [VIDEO]

AutoSharing Option
19 მაისს საქართველოს ჩემპიონატის პირველი ლიგის B ჯგუფის ბოლო ტურის მატჩები გაიმართა.

მუხრანში "გაგრამ" ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა, თუმცა ეს თამაში გუნდი-გუნდზე ჩხუბის გამო ჩაიშალა.

ჩხუბი 38-ე წუთზე დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას იღებდა ხობელთა 39 წლის ვეტერანი მცველი როინ ონიანი, ვინც 2011 წელს ჩაწყობილი თამაშების საქმეზე იყო დაკავებული, თუმცა შემდეგ შეიწყალეს.

ამ გუნდების საქციელზე ფედერაციის სტკ იმსჯელებს. "გაგრა" 50 ქულით მესამე ადგილზეა, ხოლო "კოლხეთი" 46 ქულით მერვეა 10-გუნდიან ჩემპიონატში.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სხვა საქმეა, რა ვითარებაში იმართება საქართველოს პირველობების მატჩები. მთელი მატჩის განმავლობაში
გამუდმებით ისმის ბაყაყების ყიყინი, ხოლო ერთ-ერთ ეპიზოდში მთელი ხმით ისმის ვირის გამაყრუებელი ყროყინი.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
სირცხვილზემეტია ის რაც მაგათმა გააკეთეს ჩაწყობილი იყო თუ არა ეგ თამაში საერთოდ უმნიშვნელოა აქ საუბარია იმაზე რომ არცერთს პროფესიონალი ფეხბურთელი არ უნდა ერქვას თუ ბლატაობა უნდათ და ძველი ბიჭობა წაეთრიონ ქუჩასი და იბლატაონ რამდენიც უნდათ და თუ აქვთ მაგის ..... , თუ არადა ითამაშონ ფეხბურთი და კაი ბიჭობა და ბლატაობა დატოვონ სტადიონის გარეთ
გულშემატკივარი
13:08 21-05-2015
0
რაც იქ ვირის ყროყინი იყო, ზოგადად ისაა ქართული ფეხბურთისათვის სიჭინავა–არველაძის დუეტის "სიბრძნეთა ფრქვევა"და საქმენი საგმირონი
აბესალომი
10:42 21-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული