"ლოკომოტივი"-"ბორჯომის" მატჩი 23 მაისს "მესხზე" გაიმართება

AutoSharing Option
ცნობილია, რომ პირველი ლიგის ორივე ჯგუფში გათამაშება დასრულდა. უმაღლესი ლიგის საგზური, პირდაპირი წესით, ჯგუფების გამარჯვებულებმა, თერჯოლის "საპოვნელამ" და თბილისის "საბურთალომ" მოიპოვეს.

36-ე ტურის შემდეგ ცნობილი გახდა პლეი ოფის მონაწილეთა ვინაობაც: A ჯგუფში მეორე ადგილი თბილისის "ლოკომოტივმა" დაიკავა, B-ში კი – "ბორჯომმა". ისინი ერთმანეთში უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოლებენ.

ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელის, დიმიტრი ბოკერიას თქმით, "ლოკომოტივი"-"ბორჯომის" მატჩი 23 მაისს თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე, 17:00 საათზე დაიწყება.

ამ წყვილის გამარჯვებული კი უმაღლეს ლიგაში ბოლოდან მე-3 ადგილზე გასულ გუნდს
დაუპირისპირდება - სავარაუდოდ, "ვიტ ჯორჯიას" ან რუსთავის "მეტალურგს". ეს თამაშიც "მიხეილ მესხის" სათადარიგო სტადიონზე, 27 მაისს, 17:00 საათზე დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ერთი მატჩი გაიმართება თუ განმეორებითებიც იქნება??
დიტო
14:54 21-05-2015
0
borjomi lokomotivis tamashi goris stadionze jobia chatardes neitaluri stadionia,xolo lokomotivis stadioni lokomotivis saqutreba da ar shedleba amat shoris gamrjvebuli vitjorjias kutiashi an zestafonshi unda shexvdon esa samartali
ramazi
18:28 21-05-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული