დავით ოდიკაძე: უთავმოყვარეო არ ვარ!

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, საჩხერის "ჩიხურას" ბოლო წლებში მისი უცვლელი კაპიტანი დავით ოდიკაძე ტოვებს. როგორც ამბობენ, 34 წლის ოდიკაძესა და გუნდის მთავარ მწვრთნელ სოსო ფრუიძეს შორის კონფლიქტი მოხდა, რამაც თითქოს განაპირობა გამოცდილი ფეხბურთელის გადაწყვეტილება.

თავიდან "ლელო" "ჩიხურას" დირექტორ ბერიკა შუკაკიძეს დაუკავშირდა.

"კონფლიქტზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან მსგავსი რამ რომ მომხდარიყო, მე ნამდვილად მეცოდინებოდა. ეს ამბავი სხვაგვარად ვიცი: ოდიკაძეს კონფლიქტი კი არ მოსვლია, არამედ სხვაგან გადასვლა შესთავაზეს და გუნდში სწორედ ეს თქვა. სეზონი დამთავრდება და ბუნებრივია, ფეხბურთელებს ხელშეკრულების პირობების შეცვლაზე დაველაპარაკებით - ზოგისთვის ის
გაუმჯობესდება, ზოგისთვის ძველებური დარჩება, ზოგსაც დავემშვიდობებით. შესაძლოა, დათო უკმაყოფილო იყო, ბოლო ტურში რომ შეცვალეს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია და არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი მოხდა", - ამბობს შუკაკიძე.

ჩვენ დავით ოდიკაძესაც დავუკავშირდით, რომელმაც კონფლიქტი კატეგორიულად უარყო:

"რა კონფლიქტი, საიდან მოიტანეთ? 15 წლიდან სოსო ფრუიძესთან ვარ, სამტრედიის "სანავარდოში" წამიყვანა და უმაღლეს ლიგაში პირველად სწორედ მან მათამაშა. არც პირობებზე მოგვსვლია კონფლიქტი. მე როცა შევატყობ, რომ ვერ ვთამაშობ, თავად წავალ და არანაირ პირობებს არ მოვითხოვ, უთავმოყვარეო არ ვარ. სეზონის მერე კი რა მოხდება და რომელ გუნდში ვითამაშებ, ეს "ჩიხურას" ხელმძღვანელებზეა დამოკიდებული. სამი წელიწადია, ასე გრძელდება და ამას დაპირისპირებად ნუ ჩათვლით", - გვითხრა ოდიკაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოკლედ ამას ტორპედოში ელიან რა და არგინდათ ეს სპექტაკლები ვითომ იცხუბა და ასე შემდეგ
არჩილი
16:11 21-05-2015
0
სულ მალე ტორპედოშიიიიიიიი
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული