პირველი ლიგის ბოლო ტურის შეხვედრაში "გაგრამ" მუხრანის სტადიონზე ხობის "კოლხეთს" უმასპინძლა. მასპინძლები უკვე პირველ წუთზე ლადო ასათიანმა დააწინაურა. 31-ეზე ხობელმა ირაკლი გერგაიამ წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ორ წუთში ასათიანმა დუბლი შეასრულა და "გაგრა" ისევ დაწინაურდა - 2:1.
მერე რა მოხდა, ამის ახსნა ძნელია. ხობელი როინ ონიანი და მასპინძელთა კაპიტანი ივანე ჭაბუკიანი ერთმანეთს მისცვივდნენ და იჩხუბეს. შეხვედრის არბიტრმა გიორგი ვარდიძემ ორივე მოედნიდან გააძევა და მეტოქეები მალევე დააშოშმინა. თამაშიც უნდა განახლებულიყო, მაგრამ...
მოედნიდან გასვლისას, გაძევებული მოთამაშეები ისევ წაკამათდნენ და ჩხუბი ხელმეორედ ატეხეს.
ცხადია, მათ თანაგუნდელებიც აჰყვნენ და... თუმცა, ყველაფერი მალევე მიწყნარდა. არბიტრმა მინდვრიდან კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გააძევა, ხოლო შემდეგ, ჩათვალა რა, რომ ასეთ ვითარებაში თამაშის გაგრძელება სახიფათო იყო, მატჩი შეწყვიტა. მიმდინარეობდა 36-ე წუთი...
"გაგრის" ვიცე-პრეზიდენტი გოდერძი ჩიხრაძე ამ გადაწყვეტილებით გაოცებულია:
"ჩხუბი არავის სიამოვნებს და, ცხადია, გამართლება ამ ამბავსაც არ აქვს, მაგრამ ისეთიც არაფერი მომხდარა, მსაჯს თამაში რომ ჩაეშალა. როინ ონიანმა პირადად მითხრა, ცხოვრებაში ბოდიში არ მომიხდია, მაგრამ შენ და ჭაბუკიანს მოგიბოდიშებთო - მერე ერთმანეთს გადაეხვივნენ და იხუმრეს, სვანებს ცხელი სისხლი კი გვაქვს, მაგრამ შევრიგდეთო.
ხობელები თამაშის გაგრძელებას ითხოვდნენ, ონიანი ამბობდა, სიტყვას გაძლევთ, აღარაფერი მოხდებაო. მთავარ მსაჯს, გიორგი ვარდიძეს, თამაშის დასრულება ორივე გუნდმა ვთხოვეთ, მაინც სეზონის ბოლო ტური იყო და ლამაზად დამთავრება გვსურდა, მაგრამ მან მაინც ჩაშალა მატჩი. ვითომ, ჩვენს ხარჯზე პლუსის ჩაწერა სურს?"
სადისციპლინო კომიტეტის სხდომა ორშაბათს, 25 მაისს გაიმართება. კოდექსის თანახმად, ჯგუფური ჩხუბისთვის ორივე კლუბს, სავარაუდოდ, ტექნიკური წაგება 0:3 ჩაეთვლება და ფინანსური სანქციაც დაეკისრება - 2500 ლარიდან 3 ათასამდე.
განსაკუთრებით, სასჯელს "გაგრა" ელის, რადგან ის მატჩის მასპინძელი და ორგანიზატორი იყო. მაგრამ ეს ჯერ ვერსიაა, ყველაფერი კი 25 მაისს გაირკვევა.
შეგახსენებთ, რომ ანატოლი პისკოვეცის გაწვრთნილი "გაგრა" უმაღლესი ლიგის საგზურისთვის იბრძოდა, მაგრამ პლეი ოფში მონაწილეობის უფლება მისმა კონკურენტმა "ბორჯომმა" მოიპოვა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
16:06 21-05-2015
ჩაშლილი მატჩი პირველ ლიგაში - შეიძლებოდა თუ არა თამაშის გაგრძელება?
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 8 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ამდენი ჩაშლილი თამაშის შემდეგ ფედერაციას პასუხისმგებლობა არ ეკისრება?
0
0
ამ ჯგუფში გუნდები ქულებს რომ ურიგებდნენ ერთმანეთს საჩუქრებივით იმას თუ განიხილავს ვითომ ფედერაცია
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული