გურამ რუხაძე: "ვიტ ჯორჯიას" აქვს ერთი მიზანი!..

AutoSharing Option
დედაქალაქური "ვიტ ჯორჯია" უმაღლესი ლიგიდან გავარდა. ასეთ შემთხვევაში, ქართულ გუნდებს პრობლემები ექმნებათ ხოლმე, მით უმეტეს, "ვეტერინარები" კერძო ინვესტორის მიერ ფინანსდებიან.

აგერ, რა ხანია, კლუბის მეპატრონე და პრეზიდენტი გურამ რუხაძე მარტო ეწევა "ვიტ ჯორჯიის" მეპატრონის მძიმე ჭაპანს. რა იქნება მომავალ სეზონში? სასიხარულოა, რომ დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ტიტულოვანი გუნდი უმალვე აპირებს უძლიერესთა რიგებში დაბრუნებას.

"ლელო" "ვიტ ჯორჯიის" პრეზიდენტს ესაუბრა...

- ბატონო გურამ, სამწუხაროდ, გუნდი გავარდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან. როგორი იქნება "ვიტ ჯორჯიის" მომავალი?
- გუშინ გვქონდა გუნდის
კრება. "ვიტ ჯორჯია" ჩვეულებრივად აგრძელებს ცხოვრებას.

- მოსამზადებელი ეტაპი უკვე დაიგეგმა?
- კი, 20 ივნისს შევიკრიბებით და დავიწყებთ მზადებას საქართველოს ჩემპიონატისა და თასისათვის.

- შეკრებას საქართველოში გაივლის გუნდი?
- კი, საქართველოში მოვემზადებით.

- შემადგენლობის შენარჩუნებას თუ ახერხებთ?
- გადაწყვეტილია, რომ შემადგენლობის ძირითად ბირთვს ვინარჩუნებთ. შეიძლება მხოლოდ ერთმა ან ორმა ფეხბურთელმა დაგვტოვოს.

- შევსებას დუბლებიდან მიიღებთ?
- ასე იქნება. როგორც იცით, ჩვენი დუბლები ჩემპიონები გახდნენ. იქ არიან ნიჭიერი ფეხბურთელები.

- მიზნად უმაღლეს ლიგაში დაბრუნება გექნებათ, რა თქმა უნდა...
- კი. ეს არის ჩვენი მიზანი. და კიდევ, მაქსიმალურად შორს უნდა წავიდეთ საქართველოს თასის გათამაშებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუხაზის ბრალია გუნდი რომ გავარდა 100 ლარად ატამაჰებს ფეხბურტელებს ნამდვილი ტრეფიკინგია
luka
15:20 19-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული