გია გეგუჩაძე: "დინამოს" გასაძლიერებლად დვალსაც განვიხილავთ და სხვებსაც

AutoSharing Option
თბილისის "დინამო" ევროსარბიელისთვის გაძლიერებას აპირებს.

საქართველოს დავით ყიფიანის თასის მფლობელი თბილისის "დინამო" მოახლოებული ევროსარბიელისთვის გაძლიერდება. ამის შესახებ Sportall.ge-ს თბილისელთა თავკაცმა გია გეგუჩაძემ აცნობა.

როგორც "დინამოს" თავკაცი განმარტავს, ბევრი ფეხბურთელის კანდიდატურა განიხილება, კონკრეტული გვარების დასახელებისგან კი ამ ეტაპზე თავს იკავებს.

- კიშინიოვის "დაჩიაში" ფინანსური პრობლემებია და ქართველ ფორვარდებს, რომლებიც ამ გუნდის მაისურით ასპარეზობდნენ, გუნდიდან წამოსვლა სურთ. განიხილავთ ჯაბა დვალის კანდიდატურას?
- პირველად მესმის, რომ დვალი "დაჩიადან" მოდის. ორი კვირის წინ ვესაუბრე მას და მითხრა, რომ გუნდში ყველაფერი რიგზე იყო.

- გამორიცხავთ
მის კანდიდატურას?
- გამორიცხული არაფერია. მისი კანდიდატურის განხილვას წინ არაფერი უდგას, ისევე, როგორც ბევრი სხვა ფეხბურთელის.

- ევროსარბიელისთვის გაძლიერებას აპირებთ?
- დიახ, გუნდი გაძლიერდება. როგორც გითხარით, ბევრი მოთამაშის კანდიდატურა განიხილება, თუმცა ამ ეტაპზე, კონკრეტული არაფერია. განხილვა იქნება და ვინც საჭირო იქნება, მათ დავიმატებთ.
მკითხველის კომენტარები / 8 /
სეცახილმა ხე გახმო ბიცებს ზურგი გაუმაგროტ დაკველაპერი კარგატ იკნება
abeli
31 მაისი 2015 20:34
0
კველაპერი კარგატ იკნება
abelikvelaperin
31 მაისი 2015 20:32
0
კველაპერი კარგატ იკნება
abelikvelaperin
31 მაისი 2015 20:27
0
ძალიან დაბალი დონის დონის ინტერვიუა!
არ ეკადრება "ლელოს" ასეთი სუსტი ჟურნალისტები და ასეთი "ყვითელი" ინტერვიუები!
ამირანი
31 მაისი 2015 16:48
0
ჟურნაისტის მიერ უაზროდ აგორებული ჭორი!!! საიდან მოუტანა დვალი?!?!?!?!
Burton
28 მაისი 2015 15:45
0
დვალი არსად დაგეკაროთ!!! ფთუ თქვენი!...
torino
28 მაისი 2015 14:07
0
კაჭარავა,არაბული,თევზაძე,ცნობილაძე,გურეშიძე...მესმის პერსპექტივაზე...
ზაზა
28 მაისი 2015 12:30
0
დვალი?დვალი მაღალი ევროპული დონეა?პერსპექტიულია?...
???
28 მაისი 2015 12:28
0

სიახლეები პოპულარული