თბილისის "დინამოდან" სამი ფეხბურთელი გაუშვეს

AutoSharing Option
საქართველოს თასის მფლობელის, თბილისის "დინამოს" რიგები სერბმა და ესპანელმა ლეგიონერებმა, სტეფან ბუკორაცმა და მანუელ ონვუმ დატოვეს.

ლეგიონერებთან ერთად გუნდი დატოვა გიორგი ჩირგაძემაც, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩირგაძე ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეა, გამოდის, რომ გუნდი სამმა ლეგიონერმა დატოვა.

გია გეგუჩაძის წარდგენაზე, კლუბის მფლობელმა, რომან ფიფიამ განაცხადა, რომ გუნდის ლეგიონერები საჭირო დონეს ვერ აკმაყოფილებენ და სეზონის ბოლოს ისინი გუნდს დატოვებდნენ.

"დინამოს" ოფიციალურ ვებ-გვერდზე შემადგენლობაში სულ სამი თავდამსხმელია, აქედან ორი, სწორედ ონვუ და ჩირგაძე იყვნენ, შესაბამისად, გუნდში, ამ მომენტისთვის მხოლოდ ერთი თავდამსხმელი -
ბექა მიქელთაძე
ირიცხება.

როგორც გია გეგუჩაძემ Sportall.ge-ს განუცხადა, ჯერ-ჯერობით შემადგენლობაში მეტი ცვლილება არ იგეგმება და გუნდიდან მხოლოდ ეს სამი ფეხბურთელი წავიდა.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
მართალია, დაბალი დონის ლეგიონერების ყოლას ჯობია ახალგაზრდა ბიჭები დაწინაურდნენ. თუ არა და მაშინ ისეთი ლეგიონერები უნდა ჩამოიყვანონ, რომლებიც მინიმუმ ერთი თავით მაღლა იდგებიან ქართველ ფეხბურთელებზე.
georgiano
20:42 30-05-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული