ოფიციალურად: ალექსანდრე იაშვილი თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

AutoSharing Option
ალექსანდრე იაშვილი 18-წლიანი განშორების შემდეგ თბილისის "დინამოში" დაბრუნდა. ამის შესახებ კლუბის ოფიციალური საიტი იუწყება.

Sportall.ge-ს ინფორმაციით, იაშვილმა კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

თბილისური გუნდის ვეტერანი "დინამოს" ღირსებას 1993-97 წლებში იცავდა. "იაშკას" "დინამოს" მაისურით 89 მატჩი აქვს ჩატარებული და გატანილი აქვს 84 გოლი.

მოგებული 3 ჩემპიონატის, 3 საქართველოს თასის და 2 სუპერთასის შემდეგ ალექსანდრე იაშვილმა კარიერა 1998 წელს გერმანულ "ფრაიბურგში" განაგრძო, ხოლო მანამდე მცირე ხნით "ლიუბეკში" ასპარეზობდა. "ფრაიბურგში" გატარებული 9-წლიანი პერიოდის შემდეგ იაშვილი "კარლსრუეს" შეუერთდა. 2012-13 წლების სეზონი "ბოხუმში" გაატარა და შემდეგ
ბაქოს "ინტერში" გამოდიოდა. "დინამომდე" მისი ბოლო კლუბი "სამტრედია" იყო, სადაც განვლილი სეზონის მეორე ნახევარი გაატარა.

შეგახსენებთ, რომ "იაშკამ" ეროვნულ ნაკრებში 67 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა...

ასევე იხილეთ:
თბილისის "დინამოში" სამი ფეხბურთელი ჩაირიცხა
მკითხველის კომენტარები / 7 /
Iashkam unda gazardos axali taoba man unda aswavlos brzola da tamashis siyvaruli ese neta yvelas eqna magis taobidan marto fuli ro axsovdat
giorgi
10:29 04-06-2015
0
იაშკა ყველაზე გულიანი მოთამაშეა ამ თაობის ფეხბურთელებიდან.მაღალი დონის პროფესიონალია და თუ კი ვიღაც ონვუები და ჩირგაძეები თამაშობდნენ რომლებსაც ფეხბურთის არაფერი ესმით იაშკამ რატო არ უნდა ითამაშოს იმ გუნდში რომელშიც დაიწყო მისი წინსვლა.დარწმუნებული ვარ თუ კი ვინმე გამორჩეული იქნება თამაშით ეს ალექსანდრე იქნება და შემდეგ ღირსეულად გავაცილებთ ფეხბურთიდან .
Zviad
07:15 04-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული