"სეზონი დასრულდა და ვისვენებთ. მაგრამ მინიმალური კონდიციების შესანარჩუნებლად, "დილას" ყველა მოთამაშეს ჩვენი ფიზმომზადების სერბმა მწვრთნელმა მილოვან მატიასევიჩმა ინდივიდუალური პროგრამა შეგვიდგინა. მან საქმე კარგად რომ იცის, ის ფაქტიც მეტყველებს, რომ წლეულს "დილაში" ტრავმა თითქმის არავის ჰქონია.
საერთოდ კი, ვცდილობ, პროფესიულად გავაკეთო საქმე, რის მაგალითსაც ალექსანდრე იაშვილი გვაძლევს", - ამბობს ძარია.
ძარია თბილისის "დინამოდან" წასვლაზე სინანულით ლაპარაკობს:
"ფეხბურთელი სულ წინსვლაზე უნდა ფიქრობდეს. მეც ასე ვარ და რუსეთში წასვლა
მაგრამ "დინამო" ჩემთვის დღემდე ბევრს ნიშნავს, რადგან იქ ყველას ვუყვარდი და მაფასებდა. დღემდე მენატრება ბიჭებთან ურთიერთობა. დიდ პატივს ვცემ რომან ფიფიას, რადგან მე და ჩემს ოჯახს ყველაზე მძიმე მომენტში დაგვეხმარა.
მაგრამ ახლა "დილაში" ვარ და იმედია, გავძლიერდებით. იქნებ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე კარგად გამოვიდეთ".
საინტერესოა, რომ ამჟამად "დილას" ორი საყრდენი ნახევარმცვველი ფოთელია - ძარია და ლაშა გვალია:
"ორივე ფოთის "კოლხეთის" გაზრდილები ვართ და გული გვწყდება, რომ ჩვენს გამზრდელ კლუბს სათანადოდ არ აფინანსებენ. არადა, ფოთი ქართული ფეხბურთის აკვანია, ხალხი კი ფეხბურთზე აფანატებს.
"კოლხეთს" საკუთარი სტადიონი და ბაზა როგორ არ უნდა ჰქონდეს?! გუნდი ფოთში რომ ითამაშებს, ტრიბუნები ყოველთვის გაივსება და დარწმუნებული ვარ, მუდამ სამეულისთვის იბრძოლებს. მთავარია, "კოლხეთს" სპონსორი გამოუჩნდეს.
თემურ ბარქაია გუნდზე გადამკვდარია, მაგრამ მარტო ცოდვაა და თანამდგომი სჭირდება. აბა, 300-ათასიანი ბიუჯეტით უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას კიდევ ვინმე მოახერხებდა?"
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"