"იაშკა" - გეგუჩაძის გამართლებული ნაბიჯი, კიდევ ვის უმიზნებს თბილისის "დინამო"

AutoSharing Option
37 წლის ალექსანდრე იაშვილი 18-წლიანი განშორების შემდეგ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა. "იაშკას" დაბრუნება მშობლიურ კლუბში "დინამოს" ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა.

"ლიუბეკი", "ფრაიბურგი", "კარლსრუე", "ბოხუმი", ბაქოს "ინტერი", "სამტრედია" - ეს იმ კლუბების ჩამონათვალია, სადაც იაშვილმა "დინამოს" გარდა ითამაშა. საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში მან 67 მატჩი ჩაატარა და 15 გოლი გაიტანა.

1993-97 წლებში იაშვილმა თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში 89 მატჩი ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა. მან ამ გუნდთან ერთად სამჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი, ამდენჯერვე საქართველოს თასი და ორჯერ დაეუფლა ქვეყნის სუპერთასს.
იხილეთ ფოტოგალერეა
18 წლის წინ
Sportall.Ge

ვფიქრობთ, იაშვილის დაბრუნებით "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გამართლებული ნაბიჯი გადადგა. ნებისმიერი გუნდისთვის დიდი ფუფუნებაა შემადგენლობაში ასეთი პროფესიონალის ყოლა.

იაშვილის ასაკით აპელირება კი გაუმართლებელი გვგონია. საქართველოს თასის ფინალში ყველაფერი ნათლად გამოჩნდა - იმერლები უშანსოდ კი დამარცხდნენ, მაგრამ იაშვილი პარტნიორებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ერთ რამედ ღირდა ის პასი, ვეტერანმა შემტევმა გიორგი დათუნაიშვილს რომ გადააწოდა...

მოკლედ, მას კიდევ შეუძლია ფეხბურთის თამაში. ახლა, რაც შეეხებათ სხვა ახალწვეულებს...

ბეგაშვილი, ტვილდიანი, გურული
"დინამომ" დაიმატა 24 წლის მეკარე გიორგი ბეგაშვილი. ის ბოლოს მარტვილის "მერანის" ღირსებას იცავდა. გარდა ამისა, მომავალ სეზონში დინამოელთა ღირსებას დაიცავს გიორგი გურული, რომელიც ბოლოს ქობულეთის შუქურაში" ირიცხებოდა. გეგუჩაძე მასაც კარგად იცნობს. გურული 26 წლისაა.

ასევე "დინამოში" ითამაშებს 22 წლის მცველი არჩილ ტვილდიანიც, ვინც ასევე "დინამოს" აღზრდილია, ბოლოს კი ისიც "შუქურაში" აგორებდა ბურთს.

Sportall.Ge
ფოტოზე: გიორგი გურული, გიორგი ბეგაშვილი, არჩილ ტვილდიანი
როგორც შევიტყვეთ, თითქმის გადაწყვეტილია ზაზა ჭელიძის ტრანსფერიც. მას და გეგუჩაძეს არაერთ გუნდში წარმატებით უთანამშრომლიათ. ჭელიძის ოპტიმალური სათამაშო ამპლუა ცენტრალური მცველია, თუმცა მას საყრდენ ნახევარმცველადაც ჩაუტარებია რამდენიმე შეხვედრა. ჭკვიანი, საკუთარ თავში დარწმუნებული, რბილი მანერის ფეხბურთელი - ასეთად ვიცნობთ მას.

გარდა ამისა, "დინამო" მოლაპარაკებას მართავს ლაშა სალუქვაძესა და ალეკო ამისულაშვილთანაც. ცნობილია, რომ სალუქვაძეცა და ამისულაშვილიც ბოლოს ერთად წამოვიდნენ ბაქოს "ინტერიდან".

ისიც გეცოდინებათ, რომ ამისულაშვილის დამატება გორის "დილასაც" უნდა. საბოლოოდ, ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა. როგორც გავიგეთ, ამისულაშვილით ყაზახური "აქტობეცაა" დაინტერესებული.

მოკლედ, ევროტურნირების წინ "დინამო" სახეს იცვლის. ჯერ კიდევ ბევრი რამეა გადასაწყვეტ-დასალაგებელი, თუმცა ფაქტია, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის ბანაკში საინტერესო ამბები ხდება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგი თავდამსხმელები გვინდა რაა! კაჭარავა კარგია ცხინვალიდან მგონი
თბილისი
13:22 04-06-2015
0
რაღა დროს იაშკაა? ახალგაზრდები დაიმატოს ჯობია, გავაშელიშვილი, აბურჯანია, ლ.დვალი, ლ.კიკაბიძე, ლ. ზარანდია, ნ.კაჭარავა და ა.შ. მაგას გამოცდილი ა. კვახაძე, ამისულაშვილი, ვაწაძე, 2-3 კარგი ბრაზილიელი და ეგაა
ვახო
13:56 04-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული