ვარლამ კილასონია: ამიტომაც ჩააგდეს "ლოკომოტივთან" მატჩი...

AutoSharing Option
2014/15 წლების სეზონი უნიკალური იყო, რადგან უმაღლესი ლიგიდან ერთდროულად სამი ყოფილი ჩემპიონი გავარდა - "ზესტაფონი", "ვიტ ჯორჯია" და "მეტალურგი".

რუსთაველები ისევ გაურკვევლობაში არიან. გუნდის მთავარი მწვრთნელი ვარლამ კილასონია კი მომხდარს მძიმედ განიცდის და შეუძლებელია, არ დაეთანხმო - პირველ წრეში უფულო გუნდით სასწაული მოახდინა და მე-6 ადგილი დაიკავა, მაგრამ მერე მის ხელში წარმოჩენილი ახალგაზრდა თუ გამოცდილი მოთამაშეები შედარებით ფულიანმა კლუბებმა დაიტაცეს, ბავშვების ამარა დარჩენილი გუნდი კი დიდხანს ცდილობდა პირველი წრის მონაგარით ფონს გასვლას, მაგრამ...

საბოლოოდ, "მეტალურგი" გადათამაშებაში მოხვდა და "ლოკომოტივთან" მარცხის
შემდეგ უმაღლეს ლიგას დაემშვიდობა.

"ყველაფერი გააკეთეს, რომ გუნდი დაშლილიყო. მეორე წრეშიც შეიძლებოდა ისეთი შემადგენლობის შეკრება, ორი მოგება მაინც რომ მოგვეპოვებინა და უმაღლეს ლიგაში ადგილი შეგვენარჩუნებინა. ფეხბურთელი რომელი გუნდიდან არ წასულა, მაგრამ ახლების დამატებაც პრობლემა არ ყოფილა.

სამწუხაროდ, ყველაზე ცუდი ისაა, რომ გულგრილობას წავაწყდით. ფეხბურთელები პირველ თვეს მაინც იმედოვნებდნენ, რომ დაგვეხმარებოდნენ, მაგრამ აშკარად გამოჩნდა, რომ გუნდის ბედი არ ანაღვლებდათ და ეს ენთუზიაზმიც გაუქრათ.

ჩემი აზრით, ეს იყო გავარდნის კიდევ ერთი მიზეზი. თითქოს, ბოლო ტურებში სასურველი ქულის მოპოვებით სტიმული უნდა გაზრდოდათ, მაგრამ ამ დღეებშიც რომ არაფერი შეცვლილა და კვლავ გულგრილობას ვხედავთ, თბილისის "ლოკომოტივთან" თამაშიც ამიტომ ჩააგდეს.

მომხდარით გაოგნებული ვარ, რადგან 0:5-ს ნამდვილად არ ველოდი. მაგრამ რა დღეშიც ბიჭები ჩაყარეს, ამის გათვალისწინებით, ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა", - ამბობს კილასონია.

რუსთაველთა დამრიგებელი ჯერ ვერ ამბობს, რა იქნება ახალ სეზონში:

"ჩვენი დაფინანსების საკითხი კვლავ გაურკვეველია. ჯერ ისიც არ ვიცით, საერთოდ, გუნდი იქნება თუ არა. პირველ ლიგაში შედარებით ნაკლები ბიუჯეტია საჭირო, მაგრამ უფულოდ იქაც ვერაფერს გავხდებით.

თუ ვინმე ფიქრობს, რომ უფულოდ პირველ ლიგაში რამეს გავხდებით, ძალიან ცდება. კლუბს ბიუჯეტი და მოთამაშეები სჭირდება, ცარიელი ჯიბით კი ვერავის მოვიწვევთ. ამიტომ რუსთავში ფეხბურთის შენარჩუნება თუ სურთ, რაღაც უნდა მოიმოქმედონ".
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოაცილეთ არველაძეები და ყველაფერი დალაგდება, კორუფცია რომ არის რამე ახალია.
ROMA
11:59 05-06-2015
0
სამი ყოფილი ჩემპიონი დაემშვიდობა უმაღლეს ლიგას ერთდროულად. ეს რა ხდება ქართულ ფეხბურთში.
გიო
17:43 04-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული