"რუსთავს" ისევ ახალი მწვრთნელი ჰყავს - ამჯერად უჩა სოსიაშვილი

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბ "რუსთავის" ფეისბუქ-გვერდი იტყობინება, რომ ვარლამ კილასონიას ნაცვლად გუნდის მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დაინიშნა.

სოსიაშვილს უკვე გაუფორმეს კონტრაქტი და მუშაობას შეუდგა.

რაც შეეხება კილასონიას, ისევ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების პროგრამას უხელმძღვანელებს.

შეგახსენებთ, კილასონიას ხელმძღვანელობით "რუსთავი" ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა და შემდეგ მის მაგივრად მოულოდნელად ვლადიმერ გაზაევი დანიშნეს, მერე კი გუნდის წარუმატებელი ასპარეზობის გამო მოხსნეს.

alt"რუსთავი" გაზაევთან ერთად ოთხმა ოსმა ფეხბურთელმა დატოვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ესეთს რომ ერთ და ცუდად იხსენიებ უჩას ეტყვი პირში თუ კლავიატურის ლომიხარ? სოსიაშვილმა საქართველოს ჩემპიონი გახადა გორი..შემ რა გაქ მოგებული სადღაც მოყვარულთა ლიგაში ხარ ალბათ
Alexis-s
00:33 02-09-2018
1
იმედია შევინარჩუნებთ ადგილს უმაღლეს ლიგაში და მომდევნო სეზონში ანგარიშგასაწევი გუნდი გვეყოლება.წარმატებები ჩემს რუსთავს!!!
დდდ
00:10 02-09-2018
0

სიახლეები პოპულარული