მარტვილელთა 24 წლის მეკარე გიორგი ბეგაშვილი, რომელსაც თავის დროზე "ჩიხურაში", "გაგრასა" და "სამტრედიაში" უთამაშია, კარიერას თბილისის "დინამოში" გააგრძელებს. ასევე "დინამოს" კუთვნილებაა 19 წლის ვაჟა ქიქავა, რომლის საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.
სამაგიეროდ, დანამდვილებით შეიძლება ვთქვათ, რომ მარტვილს დაემშვიდობა "მერანის" ვიცე-კაპიტანი პაპუნა ფონიავა. მან უმაღლეს ლიგაში ოთხი სრული სეზონი ჩაატარა. დღეს ის ოფიციალურად გახდება ბათუმის "დინამოს" წევრი. ფონიავა
ამავე დროს, "მერანში" ახალწვეულებიც არიან. გუნდში მოვიდნენ "ვიტ ჯორჯიის" ექსკაპიტანი გიორგი გეთიაშვილი და ფოთის "კოლხეთის" შემტევი ნახევარმცველი შოთა ჯიქია.
როგორც კლუბში ამბობენ, ახალი ფეხბურთელების დამატება თითქმის ყველა რგოლშია დაგეგმილი. ამას გარდა, შემადგენლობა დუბლებიდანაც შეივსება. ახალი სეზონისთვის მზადებას "მერანი" 15 ივნისს, მარტვილში შეუდგება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"