ახალგაზრდულ "ცხინვალს" სულ მალე ევროპალიგაზე უწევს ასპარეზობა და, ალბათ, ურიგო არ იქნება, თუ ორი გამოცდილი მოთამაშე გუნდს ამ ტურნირზე დაეხმარება.
მოსალოდნელ ტრანსფერებთან დაკავშირებით, კომენტარი "ცხინვალის" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას ვთხოვეთ:
"ვადასტურებ, რომ მერებაშვილი და გრიგალავა ჩვენი გუნდის შემადგენლობაში ვარჯიშობენ.
"ცხინვალისთვის" ქართული ფეხბურთის
გრიგალავა და მერებაშვილი ზამთრის სატრანსფერო პაუზის დროსაც ჩვენთან ვარჯიშობდნენ. გიორგი ოფი-ში სწორედ "ცხინვალიდან" წავიდა. უგუნდოდ ყოფნის დროს ჩვენთან ვარჯიშობდა აკაკი ხუბუტიაც... "ცხინვალი" მომავალშიც ყველანაირად დაეხმარება ამ და სხვა ფეხბურთელებს.
რაც შეეხება ევროპალიგას, თუ ეს ფეხბურთელები დაგვეხმარებიან, ძალიან კარგი იქნება", - გვითხრა ცხინვალელთა დამრიგებელმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"