ამ გუნდმა ჩვენი ყურადღება ჯერ კიდევ ზამთარში მიიქცია, როცა მთავარ მწვრთნელად კობა ჟორჟიკაშვილი დაუნიშნეს. გამოცდილმა სპეციალისტმა უმაღლესი ლიგის რამდენიმე ცნობილი მოთამაშე დაიმატა - მარტვილის "მერანიდან" მცველი გელა ხუბუა, "ზესტაფონიდან" თავდამსხმელი ნიკა ჩიხლაძე, ხოლო "სამტრედიიდან" ერთდროულად ხუთი მოთამაშე - მცველი თორნიკე კაკუშაძე, ნახევარმცველი გიორგი მელქაძე, თავდამსხმელები - ბიჭიკო გედენიძე, ილია პავლიაშვილი და ზვიად ქანთარია (რომელმაც
გადამწყვეტი იყო შეხვედრა სამტრედიაში, სადაც ერთმანეთს მეორე ლიგის დასავლეთ ზონის ლიდერები - "იმერეთი" და "სულორი" დაუპირისპირდნენ. შეხვედრა 0:0 დასრულდა და გუნდებმა თანაბარი ქულები შეინარჩუნეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებით უპირატესობა ხონელებს აქვთ და "საპოვნებლა 2"-თან მოგების შემთხვევაში, "იმერეთი" პირველ ლიგაში ითამაშებს.
"ვანელებთან მატჩის შემდეგ ოზურგეთში 3:0 მოვიგეთ და დასახულ მიზანს დღითიდღე ვუახლოვდებით. იმედია, ბოლო ტურში, ჩვენს სტადიონზე, თერჯოლელებთან პირველი ლიგის საგზურს მოვიპოვებთ.
ეს წარმატება იმის შედეგია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების გარდა, ინვესტორიც გვეხმარება. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია - ჩვენ მიზნად არა მხოლოდ პირველ, არამედ უმაღლეს ლიგაში გადასვლა დავისახეთ. ამიტომ ზაფხულში გუნდი კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და სწორედ უმაღლეს ლიგაში გადასასვლელად იბრძოლოს", - ამბობს "იმერეთის" ხელმძღვანელი გუგა ხვიჩია.
იმ დროს, როცა საქართველოში მაყურებელთა დასწრების მხრივ კატასტროფული მდგომარეობაა, ხონში საპირისპირო პრობლემა აწუხებთ: "იმერეთი"-"სულორის" შეხვედრას 3 ათასამდე მაყურებელი დაესწრო და ეს იმ დროს, როცა სტადიონზე ამდენი ხალხის მიზიდვას უმაღლესი ლიგის ბევრი კლუბი ვერ ახერხებს. სწორედ ამის გამო ხონელებს სტადიონის ტევადობის გაზრდა სურთ.
ხვიჩიას თქმით, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება კიდეც:
"ყველამ ნახა კადრები, რა ხდებოდა სამტრედიაში, სადაც ვანის "სულორთან" მატჩის დროს ხალხი ტრიბუნებზე ვერ დაეტია და გვერდით მდებარე შენობებიდან ადევნებდა თვალს. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ 1500-ადგილიანი ტრიბუნა "იმერეთის" თამაშზე დასწრების ყველა მსურველს ვეღარ აკმაყოფილებს.
რამდენიმე დღეში ხონის სტადიონის რეკონსტრუქცია დაიწყება და ტრიბუნების ტევადობა გაიზრდება. გეგმის მიხედვით, ჩვენი სტადიონი ახალი სეზონიდან 2 ათასზე ოდნავ მეტ გულშემატკივარს დაიტევს".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"