რა გახდა ფეხბურთელის არჩევანის მიზეზი? ალბათ, ერთი-ერთი ფაქტორი ის იყო, რომ გეთიაშვილს კვლავ უმაღლეს ლიგაში სურდა თამაში. მოგეხსენებათ, "ვიტ ჯორჯია" უმაღლესი ლიგიდან გავარდა.
თუმცა, სჯობს, თავად გვიპასუხოს ამაზე:
"ვიტ ჯორჯიასთან" კონტრაქტის ვადა ამომეწურა და კარიერის გაგრძელება მარტვილის "მერანში" გადავწყვიტე.
დასამალი არაფერი მაქვს, მარტვილელებმა ბევრად უკეთესი პირობები შემომთავაზეს და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც "მერანის" წინადადებას დავთანხმდი, ესეც იყო.
ახალი კლუბის ხელმძღვანელობასთან უკვე ვისაუბრე.
როგორც მითხრეს, მომავალ სეზონში "მერანის" მიზანი ევროპალიგის საგზურის მოპოვება იქნება", - გვითხრა გეთიაშვილმა.
გიორგი გეთიაშვილი თბილისის "დინამოს" აღზრდილია. მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"