აკაკი შულაია: უკვე შევათანხმე კონტრაქტი "ცხინვალთან"

AutoSharing Option
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელი - აკაკი შულაია "ცხინვალის" ღირსებას დაიცავს. ამის შესახებ "ლელოს" ფეხბურთელმა თავად განუცხადა.

"უკვე შევათანხმე კონტრაქტი "ცხინვალთან". ჩემით თბილისის და ბათუმის "დინამოებიც" იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ ყველაზე მეტად "ცხინვალმა" იაქტიურა.

ამ გუნდთან ერთად ევროპა ლიგაზეც ვითამაშებ და საქართველოს ჩემპიონატშიც.

საწყენია, რაც "მერანში" მოხდა. ყველა გამოცდილმა და თითქმის ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელმა დატოვა გუნდი და მეც წამოვედი.

ამ კლუბში მთელი კარიერა გავატარე და ის დაუვიწყარი იქნება ჩემთვის", - გვითხრა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილმა წევრმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული