მზე, წყალი და ეკონომია - საინტერესო პროექტი ქუთაისის "ტორპედოში"

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" პრესსამსახურმა საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. კლუბის საწვრთნელ ბაზაზე შენობების ენერგეტიკული აუდიტი დაიწყო და ქალაქის მერიის დაფინანსებით, ენერგოეფექტურობის საპილოტო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის მიხედვით, "ტორპედოს" ბაზაზე დამონტაჟდება მზის გამანათებელი და წყლის გამაცხელებელი სისტემა, რომლის მიზანია ენერგოგადასახადების შემცირება და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება.

პროექტის განხორციელებაში ქუთაისის მერიას კომპანია "BP საქართველო" და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო "Winrock საქართველო" ეხმარებიან. ამ ტექნოლოგიებს, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლომდე დაამონტაჟებენ.

ცხადია, ეკონომია მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, რადგან საქმე სახელმწიფო ბიუჯეტს ეხება. კლუბი ხარჯიანი ორგანიზაციაა და წლის განმავლობაში
საკმაოდ სოლიდური გადასახადები უგროვდება.

მაგრამ იმედია, მომავალში ქუთაისის მერია ეკონომიას მთლიანად კლუბის ხარჯზე არ აპირებს, "ტორპედოს" კარგად დააფინანსებს და დაზოგილ თანხებსაც მას მოახმარს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული