ბათუმის "დინამო" თურქულ შეკრებაზე 24 ფეხბურთელით გაემგზავრა

AutoSharing Option
დღეს, 20 ივნისს, საქართველოს ვიცე-ჩემპიონი ბათუმის "დინამო" თურქულ შეკრებაზე გაემგზავრა, სადაც პირველი ვარჯიში უკვე გამართა.

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდი, რომელიც ევროთასებზე ასპარეზობისთვის ემზადება, სტამბოლოს მახლობლად, კარტეპეში 10 დღეს დაჰყოფს და სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს.

შოთა ჭეიშვილის გუნდი 21 ივნისს სომხურ "ულისს" დაუპირისპირდება, 24-ში - რუმინულ "ლაჩის", ხოლო 27-ში - რუსულ "ამკარს".

ბათუმის "დინამო" თურქეთში ამ შემადგნელობით გაემგზავრა:

მეკარეები: ალავიძე, მამინაშვილი, ტაკიძე.
მცველები: მახარაძე, ტეტუნაშვილი, მგელაძე, სუხიაშვილი, ქორიძე, მაკარიანი
ნახევარმცველები: შონია, ქავთარაძე, თედორაძე, ფონიავა, ჭკუასელი, ჩირიკაშვილი, დიასამიძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, კვანტალიანი,
აშბა.
თავდამსხმელები: ბერიაშვილი, ტატანაშვილი, გაბედავა, აბუსელიძე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული