წილისყრა: განთესილი "დინამო", განუთესავი "ბათუმი" და "ცხინვალი"

AutoSharing Option
დღეს, 22 ივნისს, თავიანთი მეტოქეების ვინაობას ევროპალიგის საგზურის მფლობელი თბილისის "დინამო", ბათუმის "დინამო" და "ცხინვალიც" გაიგებენ - ნიონში I და II საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართება.

იმისთვის, რომ ქვეყნის თასის მფლობელმა ასპარეზობა II საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყოს, მისი ქვეყანა უეფას ქვეყნების საკლუბო რეიტინგში 25-ეულში მაინც უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ საქართველო 33-ეა (წლევანდელში სულაც 34-ე). ამიტომ თასის მფლობელი თბილის "დინამო" პირველივე ეტაპიდან დაიწყებს, როგორც ბათუმის "დინამო" და "ცხინვალი".

"დინამოს" უპირატესობა ისაა, რომ უკეთესი საკლუბო რეიტინგის (6,875) გამო იმ 51 გუნდშია, რომლებიც განთესილები იქნებიან,
ბათუმელები (1,875) და ცხინვალელები (1,875) კი განუთესავები არიან.

ქვემოთ ჩამოვწერთ განთესილებს და განუთესავებს რეიტინგის კლებადობის მიხედვით. ბუნებრივია, ერთი ქვეყნის წარმომადგენლები ერთმანეთს არ შეხვდებიან.

განთესილები
ვესტ ჰემი (ინგლისი, 16,078), შერიფი (მოლდოვა), როსენბორგი (ნორვეგია), ელფსბორგი (შვედეთი), ჰაიდუკი (ხორვატია), აპოლონი (კვიპროსი), ომონია (კვიპროსი), სლოვანი (სლოვაკეთი), აიკ-ი (შვედეთი), ნეფთჩი (აზერბაიჯანი), შლასკი (პოლონეთი), ჟილინა (სლოვაკეთი), აკტობე (ყაზახეთი), იგლსი (ჰოლანდია), ცრვენა ზვეზდა (სერბეთი), დებრეცენი (უნგრეთი), ბრონდბიუ (დანია), შახტიორი (ბელორუსი), დინამო თბილისი (საქართველო), ლიტექსი (ბულგარეთი), ვოივოდინა (სერბეთი), სპარტაკი (სლოვაკეთი), ფჰ (ისლანდია), სტ. ჯონსტონი (შოტლანდია), ჟელეზნიჩარი (ბოსნია), რანდერსი (დანია), სტრომსგოდსეტი (ნორვეგია), კრ (ისლანდია), იაგელონია (პოლონეთი), ბოტოშანი (რუმინეთი), ლოკომოტივა (ხორვატია), შემროკ როვერსი (ირლანდია), დუდელანჟი (ლუქსემბურგი), ინტერი (აზერბაიჯანი), ლინფილდი (ჩრ. ირლანდია), ბეროე (ბულგარეთი), ვალეტა (მალტა), დიფერდანჟი (ლუქსემბურგი), რაბოტნიჩკი (მაკედონია), ტორპედო (ბელორუსი), აბერდინი (შოტლანდია), დაჩია (მოლდოვა), კოპერი (სლოვენია), სტ. პატრიკი (ირლანდია), ბეითარი (ისრაელი), ზრინსკი (ბოსნია), ჰბ (ფარერები), ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია), ბირკირკარა (მალტა), დომჟალე (სლოვენია), ვადუცი (ლიხტენტშტეინი, 3,450).

განუთესავები
ჩუკარიჩკი (სერბეთი, 3, 275), ცელიე (სლოვენია), ფერენცვაროში (უნგრეთი), კალიუ (ესტონეთი), ფლორა (ესტონეთი), სუტიესკა (ჩერნოგორია), სკონტო (ლატვია), ვიკინგური (ფარერები), რენოვა (მაკედონია), ოდი (ნორვეგია), კუკეში (ალბანეთი), გაბალა (აზერბაიჯანი), შკენდია (მაკედონია), ყაირათი (ყაზახეთი), ორდაბასი (ყაზახეთი), მტკ (უნგრეთი), შირაქი (სომხეთი), მლადოსტი (ჩერნოგორია), ლაჩი (ალბანეთი), ულისი (სომხეთი), საქსანი (მოლდოვა), გლენტორანი (ჩრ. ირლანდია), ვპს (ფინეთი), დინამო ბათუმი (საქართველო), ცხინვალი (საქართველო), სილამაე (ესტონეთი), ლუსიტანოსი (ანდორა), სიკ (ფინეთი), ლაჰტი (ფინეთი), ვიკინგური (ისლანდია), იელგავა (ლატვია), ოლიმპიკი (ბოსნია), რუნავიკი (ფარერები), სანტ ხულია (ანდორა), ატლანტასი (ლიტვა), გლენავონი (ჩრ. ირლანდია), კორკი (ირლანდია), უნ. დუბლინი (ირლანდია), კრუოია (ლიტვა), ლა ფიორიტა (სან მარინო), აირბუსი (უელსი), პარტიზანი (ალბანეთი), პროგრესი (ლუქსემბურგი), ტრაკაი (ლიტვა), სპარტაკსი (ლატვია), ბალზანი (მალტა), იუვენესი (სან მარინო), ნიუთაუნი (უელსი), ალაშკერტი (სომხეთი), კოლეჯი (გიბრალტარი, 0,30).

დღევანდელი ქართული საკლუბო ფეხბურთის დონიდან გამომდინარე, რამის მტკიცება ძნელია, თუმცა თბილისის "დინამო", ალბათ, მაინც ვალდებულია, გაიაროს ნებისმიერი მეტოქე. ხოლო ბათუმელებს და ცხინვალელებს ბევრ განთესილთან შეუძლიათ თანაბრად თამაში, თუ მაინცდამაინც "ვესტ ჰემი" არ გადაეყრებათ.

აქვე დავამატებთ, რომ თუკი თბილისის "დინამო" პირველ ეტაპს გაივლის, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზეც განთესილთა შორის იქნება.

I საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშები 16 და 23 ივლისს გაიმართება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული