თბილისის "დინამოში" "ფახთაქორიდან" კახა მახარაძის დამატებაზე ფიქრობენ

AutoSharing Option
როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, თბილისის "დინამოს" საქართველოს ნაკრების საყრდენი ნახევარმცველის, კახა მახარაძის გადაბირება სურს.

27 წლის მახარაძე უკვე წლებია, უზბეკეთში თამაშობს. ის ქვეყნის საუკეთესო კლუბის, ტაშკენტის "ფახთაქორის" ლიდერი და კაპიტანია.

ეროვნული გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე მახარაძეს სისტემატურად იძახებს სანაკრებო შეკრებებზე. ფახთაქორელი მან მალტასა და გერმანიასთან შეხვედრებში ძირითად შემადგენლობაშიც ათამაშა.

კახა მახარაძემ კარიერა სწორედ თბილისის "დინამოში" დაიწყო. "ფახთაქორთან" მას მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს, რაც ტრანსფერზე მუშაობისას პრობლემებს შექმნის. ცხადია, უზბეკური გრანდი თუ დათანხმდა მახარაძის გაშვებაზე, გარკვეულ კომპენსაციას მოითხოვს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი იქნება...
qomagi.
17:33 22-06-2015
0
ასე გაუჭირდა გეგუჩძეს?
vaxvax
18:11 22-06-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული