"დილა" უკრაინელი მეკარის, ოლეკსი შევჩენკოს კანდიდატურას განიხილავს

AutoSharing Option
როგორც შევიტყვეთ, გორის "დილა" მეკარის პოზიციაზე აქტიურად განიხილავს უკრაინელი ოლეკსი შევჩენკოს კანდიდატურას, ვინც საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრე ქუთაისის "ტორპედოში" ჩაამთავრა.

შევჩენკო 23 წლისაა. ის ზაპოროჟიეს "მეტალურგის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ამას გარდა, უთამაშია კიევის "დინამოში", "ჰოვერლასა" და დონეცკის "ოლიმპიკში". შევჩენკო იყო უკრაინის თითქმის ყველა ასაკობრივი ნაკრების წევრი, მათ შორის, 21-წლამდელთა გუნდის ძირითადი მეკარეც (8 მატჩი).

"დილა" ახალი მეკარის ძიებას მას მერე შეუდგა, რაც ნუკრი რევიშვილმა მოლდოვურ "შერიფს" მიაშურა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მაგარი ის იქნება დილა რო რომელიმე ჯგუფურ ეტაპზე გავიდეს, უყუროს მერე ტელევიზორში
ჯ.ს
13:14 26-06-2015
0
ჩვენ რამე გვეშველება მარა ნუკრის რა ეშველება იაროს ეხლა ... იარლიკით,,მოღალატე,,რამდენი ევროთი მეტი გადაუხადეს ნეტა ???ეგეთი სული რომ აქვს მაგიტომ ვერ მიაღწია ვერაფერს.
gori
13:09 25-06-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული