პოლულიახი თავის დროზე იყო უკრაინის 16, 17, 18 და 19-წლამდელთა ნაკრებების შემადგენლობაში. წესით, სავარაუდო ტრანსფერი "მერანს" მნიშვნელოვნად უნდა წაადგეს.
შეგახსენებთ, რომ მარტვილურ კლუბს ახლა კარგი დრო ნამდვილად არ უდგას. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კლუბი ძველებურად ვეღარ დაფინანსდებოდა, ის ყველა წამყვანმა მოთამაშემ დატოვა.
მომავალ სეზონში გუნდს ახალგაზრდა ფეხბურთელებით მოუწევს ფონს გასვლა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"