ბოლნისის "სიონს" თამაში საკუთარ მოედანზე სურს და სფფ-ს ნებართვას სთხოვს

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონს", რომელიც კარგა ხანია მოწყვეტილია მშობლიურ კერას, "თამაზ სტეფანიაზე" დაბრუნება სწადია.

კლუბის დირექტორმა ლადო ბურდულმა ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრებო კომიტეტს წერილი გაუგზავნა იმის თაობაზე, რომ "სიონის" საშინაო არენაზე მინდვრის საფარის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და ამასთან ერთად, უსაფრთხოების ნორმებიც დაცულია.

ახლო მომავალში საშეჯიბრებო კომიტეტის წარმომადგენლები ჩავლენ ბოლნისში, რათა კიდევ ერთხელ შეისწავლონ სტადიონზე არსებული მდგომარეობა, ხოლო შემდეგ საბოლოო ვერდიქტს გამოიტანენ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში "სიონი" საშინაო მატჩებს თბილისში "მიხეილ მესხსა" და გორში "თენგიზ ბურჯანაძეზე" მართავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული