კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ინაშვილმა რამდენიმე ამხანაგური მატჩი დაგეგმა: 12 ივლისს კოლხები ურეკში ოზურგეთის "მერცხალს" შეხვდებიან, 16 ივლისს - ქობულეთში "შუქურას" ესტუმრებიან, ხოლო 22-ში, ფოთში, თერჯოლის "საპოვნელასთან" მოსინჯავენ ძალებს. ყველა მატჩი 18 საათზე დაიწყება.
23 ივლისიდან კი "კოლხეთი" მზადებას თურქეთში გააგრძელებს. ცნობილი გახდა, რომ საკუთარი სურვილით კლუბი დატოვა გიორგი ჩადუნელმა, რომელიც კარიერას, სავარაუდოდ, ლანჩხუთის "გურიაში" გააგრძელებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"