შეგახსენებთ, რომ კოლხების თავკაცებმა 500-ათასიანი ბიუჯეტის პროექტი წარადგინეს. კლუბის საჭიროებას პლუს დუბლებისა და სამი ასაკის ჭაბუკთა ლიგის გუნდების შესანახად, ეს მინიმალური დაფინანსება იყო.
გაირკვა, რომ ფოთი ამხელა თანხას ვერ შესწვდებოდა და ბოლოს "კოლხეთის" ხელმძღვანელობა 250 ათასს ითხოვდა, მაგრამ, საბოლოოდ, ამდენიც ვერ მოხერხდა და "კოლხეთი" 160 ათასს დააჯერეს.
უმაღლესი ლიგის გუნდისთვის ეს მიზერული ბიუჯეტია და იმას ნიშნავს, რომ ახალ სეზონში "კოლხეთს" მეტისმეტად
* * *
პარალელურად, გრძელდება ფოთის სტადიონ "ფაზისის" რეკონსტრუქცია. წესით, ეს საქმე ახალი საფეხბურთო სეზონის დაწყებამდე უნდა მოესწროთ, მაგრამ არავინ უწყის, ამ ტემპის პირობებში როდის შეძლებს "ფაზისი" გულშემატკივართა მიღებას. ბოლო ოთხ წელიწადში რამდენჯერმე ჩაშლილი და შემდეგ ხელახლა გამოცხადებული ტენდერის შემდეგ მორიგი შეფერხება აღარავის უკვირს. ამის გამო გუნდი საშინაო მატჩებს ლანჩხუთში ან ქობულეთში გამართავს.
ისე, რატომ გახდა ასეთი პრობლემა პატარა სტადიონის (ტევადობა 4-5 ათასი) აშენება, ძნელი ასახსნელია. ბოლოს და ბოლოს, "ფაზისია" თუ სურამის ციხე?
დაფინანსება - უაღრესად მწირი, სტადიონი - აუშენებელი, გუნდი - ყოველ წელს ახალი...
არადა, უმაღლეს ლიგაში ყველაზე მწირი ბიუჯეტის (თერჯოლის "საპოვნელასთან" ერთად) მქონე კლუბი კიდევ სხვა ქალაქში რომ ითამაშებს, კოლხებს უმაღლეს ლიგაში დარჩენის რა შანსი უნდა ჰქონდეთ, ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს. მართალს ამბობდა კლუბის დირექტორი თემურ ბარქაია - ასეთ მცირე ბიუჯეტს, ჯობია, ფოთმა ეს ფული სხვა საჭიროებისთვის მოიხმაროსო.
დაბოლოს ერთი სატრანსფერო ინფორმაციაც - ფოთის "კოლხეთმა" 19 წლის თავდამსხმელი გოჩა კვარაცხელია დაიმატა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"