გია ჭანტურია: "სამტრედიიდან" ისე გამომიშვეს, მიზეზი არც უთქვამთ...

AutoSharing Option
"სამტრედიის" მთავარ მწვრთნელად დანიშნულმა გია ცეცაძემ მეკარეების დამოძღვრა გია ჭანტურიას მიანდო.

ჭანტურია სამტრედიელია და მშობლიური ქალაქის გუნდში მისთვის "ოქროს" წლებში, ტარიელ ჩაჩუას პრეზიდენტობისას თამაშობდა. ის იყო ქუთაისის "ტორპედოს", "ზესტაფონის", "სიონისა" და "ოლიმპის" მეკარე.

ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა კარიერა ოთხი წლის წინათ დაასრულა. 41 წლის კარის დარაჯმა სამწვრთნელო კარიერა თბილისის "დინამოს" აკადემიაში დაიწყო, 2012-13 წლებში კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ცეცაძეს ეხმარებოდა.

დაიწყო თუ არა სეზონისთვის მზადება, ჭანტურიაც საქმეს შეუდგა, მაგრამ დუშეთში შეკრების შემდეგ ის გუნდში აღარ არის. თურქეთში გუნდი მეკარეთა ახალი
მწვრთნელით გაემგზავრა - სამტრედიელებს წლების განმავლობაში თბილისის "დინამოში" ნამუშევარი გელა ჭანტურია ავარჯიშებს.

გია ჭანტურიასთვის კი გუნდიდან მისი გაშვების მიზეზი უცნობია:

"არ ვიცი, რატომ გამომიშვეს. მიზეზი ჩემთვის აუხსნელია... არაფერია, ცხოვრება გრძელდება და ჩემს გზას ვიპოვი, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მიზეზსაც არ მეუბნებიან.

ხალხს კი ჰგონია, რომ "სამტრედიაში" ვარ და ამ დროს, არ ვარ. არადა, ეს დროულად რომ მეთქვა, იქნებ რომელიმე გუნდს მუშაობა შემოეთავაზებინა", - ამბობს გია ჭანტურია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
არ ვიცი ვინ რას ფიქრობტ მარა ეს გია წმინდა ფეხბურთთან რო ახლოს არაა გასაკარებელი ეგ ვიცი, კაი უქნია ცეცაძეს..
parfiumer
16:36 17-07-2015
0
Laqia,portirebul,chenergil patuka zhalamberizes ar acyobs avtoritetebi gundshi...droze gashifret vin vin aris sanam droa...
xxxxx
16:16 17-07-2015
0

სიახლეები პოპულარული