ჭანტურია სამტრედიელია და მშობლიური ქალაქის გუნდში მისთვის "ოქროს" წლებში, ტარიელ ჩაჩუას პრეზიდენტობისას თამაშობდა. ის იყო ქუთაისის "ტორპედოს", "ზესტაფონის", "სიონისა" და "ოლიმპის" მეკარე.
ეროვნული ნაკრების ყოფილმა წევრმა კარიერა ოთხი წლის წინათ დაასრულა. 41 წლის კარის დარაჯმა სამწვრთნელო კარიერა თბილისის "დინამოს" აკადემიაში დაიწყო, 2012-13 წლებში კი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში ცეცაძეს ეხმარებოდა.
დაიწყო თუ არა სეზონისთვის მზადება, ჭანტურიაც საქმეს შეუდგა, მაგრამ დუშეთში შეკრების შემდეგ ის გუნდში აღარ არის. თურქეთში გუნდი მეკარეთა ახალი
გია ჭანტურიასთვის კი გუნდიდან მისი გაშვების მიზეზი უცნობია:
"არ ვიცი, რატომ გამომიშვეს. მიზეზი ჩემთვის აუხსნელია... არაფერია, ცხოვრება გრძელდება და ჩემს გზას ვიპოვი, მაგრამ ცუდი ის არის, რომ მიზეზსაც არ მეუბნებიან.
ხალხს კი ჰგონია, რომ "სამტრედიაში" ვარ და ამ დროს, არ ვარ. არადა, ეს დროულად რომ მეთქვა, იქნებ რომელიმე გუნდს მუშაობა შემოეთავაზებინა", - ამბობს გია ჭანტურია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"