"საბურთალომ" ამხანაგურ მატჩში ბოლნისის "სიონი" დიდი ანგარიშით დაამარცხა

AutoSharing Option
ახალი სეზონისთვის მზადების პროგრამით, "ბენდელაზე" ამხანაგური მატჩი გაიმართა - "საბურთალო" ბოლნისის "სიონს" დაუპირისპირდა და მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა.

უმაღლესი ლიგის დებიუტანტისთვის ეს მეორე ამხანაგური შეხვედრა იყო მოსამზადებელ ეტაპზე. რამდენიმე დღის წინ "საბურთალომ" ქუთაისის "ტორპედოს" 3:1 სძლია.

გია ჭიაბრიშვილის გუნდმა მეტოქე კვლავ სისწრაფით, მეტი მოძრაობითა და კარგად ორგანიზებული შეტევებით დაამარცხა. მეტწილად, იერიშების წამომწყები გიორგი ხარაიშვილი იყო.

პირველი გოლი მე-13 წუთზე გავიდა: გიორგი ფანცულაიამ ბურთი გურამ გოშთელიანს გაუთამაშა და ბექა გვარაძე მოძებნა, მან კი ახლო მანძილიდან ანგარიში გახსნა - 1:0.

პირველ
ნახევარში საბურთალოელთა უპირატესობა თვალშისაცემი იყო და 28-ე წუთზე ჭიაბრიშვილის ბიჭები ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ - ხარაიშვილმა ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა გოშთელიანი და ანგარიში 2:0 გახდა.

მესამედ "სიონის" კარი ფანცულაიამ აიღო, რომელმაც მეტოქის კარში ბურთი საჯარიმოს გარედან მოათავსა - 3:0.

მეორე ნახევარი "სიონმა" აქტიურად დაიწყო და ერთ-ერთ ეპიზოდში გატანაც მართებდა, მაგრამ ბექა ქურდაძემ ამის საშუალება არ მისცა.

55-ე წუთზე კი ისევ მასპინძლებმა იმარჯვეს - საჯარიმოს გარედან სანდრო ალთუნაშვილის "მოჭრილი" დარტყმა და - 4:0. ეს იყო საბოლოო ანგარიში.

საბურთალო: ქურდაძე, მამუჩაშვილი, ბეროშვილი, ვაჭარაძე, ჩაბრაძე, ალთუნაშვილი, გვარაძე, ხარაიშვილი, სოფრომაძე, ფანცულაია, გოშთელიანი; შეცვლაზე: ჩოჩიშვილი, შიხაშვილი, ნიკოლაშვილი, ჯიქია, მარგველაშვილი, ბიძინაშვილი.

სხვათა შორის, წლეულს ჭიაბრიშვილის შეგირდებმა "სიონი" მეორედ დაამარცხეს - ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე ანგარიში გაცილებით კატასტროფული იყო - 7:0.

საბურთალოელები მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 19 ივლისს, საგურამოში, "ლოკომოტივთან" გამართავენ, 21-ში კი - "ბენდელაზე" თერჯოლის "საპოვნელას" შეხვდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
საღოლ საბურთალო ჩემგან ერთი გულსჰემატკივარი შეიძინე ამას ქვია ფეხბრტი
dato
19:19 17-07-2015
0
სირცხვილია ამხელა ანგარიშით წაგება, ტრენერი არ ყავდათ
vato
14:15 17-07-2015
0

სიახლეები პოპულარული