ლაშა თოთაძე "საბურთალოში" გადასვლაზე თავად მინისტრმა დაითანხმა

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" ექსკაპიტანი ლაშა თოთაძე "საბურთალოში" ითამაშებს.

26 წლის მცველი გია გეგუჩაძის გემოვნებაში არ ჯდებოდა, ამიტომ გუნდმა მისი გაშვება გადაწყვიტა.

თოთაძის გადაბირებით ბათუმის "დინამო" და ბოლნისის "სიონი" იყვნენ დაინტერესებულნი, თუმცა, Sportall.ge-სთვის სანდო ინფორმაციით, ფეხბურთელს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი უშუალოდ შეხვდა.

მინისტრმა დაარწმუნა თოთაძე, რომ "საბურთალოში" გადასულიყო, სანაცვლოდ კი კარგი პირობები შესთავაზა, მათ შორის, ბანკში არსებული სესხის დაფარვაც.

ლაშა თოთაძე მეორე დღეა დუშეთშია და გუნდთან ერთად შეკრებას გადის. თოთაძე "საბურთალოში" იჯარით დეკემბრამდე ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს"
პრეზიდენტი იყო, ვიდრე მინისტრად დანიშნავდნენ. როგორც ჩანს, გამინისტრების შემდეგ ის მაინც არაფორმალურად ზრუნავს გუნდის კეთილდღეობაზე.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ეას აპიარებტ ტქვრ დამპლებო ხეცჰიკამ გადაიბირაო, ვის რად უნდა თოთაზე
dudu
09:06 29-07-2015
0
ეგ ტაპორი საერთოდ გასაგდებია, რა დროს თოთაზეა
vova
09:08 29-07-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული