ლაშა თოთაძე: რისი კრედიტი, რა მინისტრთან შეხვედრა?!

AutoSharing Option
ლაშა თოთაძე დეკემბრამდე იჯარით "საბურთალოში" გადავიდა.

საიტ sportall.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას (იხილეთ ვრცლად), რომლის თანახმად, თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ამ გარიგებაზე თავად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა (რომელიც მინისტრად დანიშვნამდე "საბურთალოს" პრეზიდენტი იყო) კარგი პირობებით, მათ შორის, ბანკის სესხის დაფარვის დაპირებითაც დაითანხმა, თავად ფეხბურთელი გამოეხმაურა.

ლაშა თოთაძემ კომენტარი გაზეთ "ლელოსთან" გააკეთა:

"დაიწერა, თითქოს, შევხვდი "საბურთალოს" მეპატრონეს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომელმაც გუნდში ბანკის კრედიტის დაფარვის დაპირებით გადამიყვანა.

ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ მინისტრს მხოლოდ ეს სიკეთე არ გაუკეთებია
- საკუთარი ბინა დამითმო, ორი მანქანა მაჩუქა და მოადგილეობაც შემომთავაზა... ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით. სერიოზულად კი, მინისტრი არც მინახავს, მოლაპარაკება კლუბის გენერალურ დირექტორ კახა ჭუმბურიძესთან მქონდა.

ცხადია, რადგან არ მინახავს, ხეჩიკაშვილი კრედიტის დაფარვასაც ვერ შემპირდებოდა.

საერთოდაც, შემოთავაზება სხვა გუნდებისგანაც მქონდა, მაგრამ ვიმეორებ - "საბურთალოში" გადასვლა რომ შემომთავაზეს, ბევრი არც მიფიქრია, იმიტომ, რომ აქ პროფესიული გარემო და პირობებია. ფეხბურთელი კი სწორედ ამას ეტანება. არა მგონია, ეს გასაოცარი ფაქტი იყოს", - თქვა თოთაძემ.

მომზადებულია გაზეთ "ლელოს" მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული