საიტ sportall.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას (იხილეთ ვრცლად), რომლის თანახმად, თბილისის "დინამოს" აწ უკვე ყოფილი კაპიტანი ამ გარიგებაზე თავად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა (რომელიც მინისტრად დანიშვნამდე "საბურთალოს" პრეზიდენტი იყო) კარგი პირობებით, მათ შორის, ბანკის სესხის დაფარვის დაპირებითაც დაითანხმა, თავად ფეხბურთელი გამოეხმაურა.
ლაშა თოთაძემ კომენტარი გაზეთ "ლელოსთან" გააკეთა:
"დაიწერა, თითქოს, შევხვდი "საბურთალოს" მეპატრონეს, სპორტის მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილს, რომელმაც გუნდში ბანკის კრედიტის დაფარვის დაპირებით გადამიყვანა.
ჩემი მხრიდან დავამატებ, რომ მინისტრს მხოლოდ ეს სიკეთე არ გაუკეთებია
ცხადია, რადგან არ მინახავს, ხეჩიკაშვილი კრედიტის დაფარვასაც ვერ შემპირდებოდა.
საერთოდაც, შემოთავაზება სხვა გუნდებისგანაც მქონდა, მაგრამ ვიმეორებ - "საბურთალოში" გადასვლა რომ შემომთავაზეს, ბევრი არც მიფიქრია, იმიტომ, რომ აქ პროფესიული გარემო და პირობებია. ფეხბურთელი კი სწორედ ამას ეტანება. არა მგონია, ეს გასაოცარი ფაქტი იყოს", - თქვა თოთაძემ.
მომზადებულია გაზეთ "ლელოს" მიხედვით