"ზესტაფონი": ჩვენ უსამართლოდ წაგვართვეს უმაღლესში ადგილი და საარჩევნო ხმა!

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ "ზესტაფონი" არც პირველ ლიგაში ითამაშებს.

ამასთან დაკავშირებით, კლუბის პოზიცია დააფიქსირა მისი პრესსამსახურის ხელმძღვანელმა სერგო ფუტკარაძემ.

"პირველ რიგში, მთელი ეს მოვლენათა დანაშაულებრივი ჯაჭვი სათავეს იღებს არა აღმასკომის გადაწყვეტილებიდან, არამედ იმ დროიდან, როცა "ზესტაფონი", ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მხოლოდ იმიტომ, რომ მონაწილეობა არ მიიღო გარიგებულ შეხვედრაში, მოხსნეს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გათამაშებიდან.

ამ საფრთხის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები ამომწურავად იყვნენ ინფორმირებულნი, მაგრამ ხელიც არ გაუნძრევიათ.

როგორც მოგეხსენებათ, ამ საქმეზე ჩვენ მივმართეთ სამართალ
დამცავ ორგანოებს და ველით, რომ დამნაშავენი უმოკლეს დროში დაისჯებიან.

ასევე, თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ ასცდებიან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც არაფერი მოიმოქმედეს ამ ფაქტის აღსაკვეთად და პირიქით, "ფეარ პლეის" ერთგული "ზესტაფონი" დასაჯეს თავის ფრთის ქვეშ არსებული იურიდიული სტრუქტურების მეშვეობით.

მაშინ, როცა მთელ მსოფლიოში სპორტული ტრიბუნალი და სათანადო იურიდიული ორგანოები მოქმედებენ სრულიად დამოუკიდებლად, ჩვენში ყველაფერი ორი ადამიანის, ზვიად სიჭინავასა და რევაზ არველაძის გუნება-განწყობაზეა დამოკიდებული. ეს ადამიანები იღებენ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს და მერე თვითონვე უწევთ მათი შეცვლა.

საგანგაშო არ არის ის, რომ პირველი ლიგის გარეთ დაგვტოვეს. საგანგაშო ისაა, რომ ქართული ფეხბურთი პირად, მერკანტილურ ინტერესებზე ორიენტირებული ჯგუფის მიერ იმართება და ეს შედეგებზე აისახება. "ზესტაფონი" არის ფედერაციის დღევანდელი ხელმძღვანელობის ოპონენტი და მას წაართვეს საარჩევნო ხმა.

გვეიმედება, რომ უახლოეს მომავალში ქართული ფეხბურთის სათავეში ჯანსაღ ძალებს ვიხილავთ, რომლებიც ამ სფეროში ბოლო წლებში მომხდარ ფაქტებს სათანადო შეფასებას მისცემენ, დამნაშავეებს დასჯიან და ჩვენი ფეხბურთის გადასარჩენად ძალ-ღონეს არ დაიშურებენ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ ვთქვით უარი პირველ ლიგაში მონაწილეობაზე, ეს არ არის მართალი. ჩვენ არ დავსწრებივართ სხდომას, მაგრამ არც უარი გვითქვამს.

ჩვენ მივიჩნევთ, რომ "ზესტაფონს" უმაღლეს ლიგაში უსამართლოდ წაართვეს ადგილი და სამართლებრივი გზით ვიბრძოლებთ ამ კუთვნილი ადგილის დასაბრუნებლად.

ჯერ ჩვენ აღმასკომის გადაწყვეტილება წერილობით არ მიგვიღია. როცა მას მივიღებთ, მკითხველს ვაცნობებთ, თუ სად იასპარეზებს "ზესტაფონი" და აღმასკომის ბოლო სხდომის დეტალებზე მერე ვისაუბროთ", - გვითხრა ფუტკარაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
"ყველაფერი იქიდან დაიწყო,რომ გარიგებული შეხვედრაში მონაწილეობა არ მივიღეთ"- ეს სულელური ნათქვამია გუნდის ხელმძღვანელობის მხრიდან.რატომ არ იძახით ვინ ვის გაურიგდა და თუ მართლა იყო მცდელობა თამაშის ჩაწყობისა,ფაქტი ან გამოგეაშკარავებინათ მტკიცებულებებით,რაც ვერ გააკეთეთ, ან კიდევ არ მიგეღოთ შეთავაზება გარიგებაზე და ჩეულებრივად გასულიყავით მინდორზე სათამაშოდ და ამით დამთავრდებოდა ყველაფერი.თქვენ უნდა გცოდნოდათ,რომ თამაშის ჩაშლა/გამოუცხადებლობა/არსებული დებულების თანახმად იჟჯება ჩემპიონატიდან გუნდის მოკვეთით,რაც გაკეთდა კიდეც.ამაში ფეხბურთის ფედერაცია მართალია.ყველა სხვა შემთხვევაში,რასაც თქვენ იძახით,თუ ეს დაამტკიცეთ, მართლები გამოდიხართ.
"ზესტაფონი" დაღუპა კოკაიამ/მისმა თავდაჯერილობამ/,ალბათ იმიტომ,რომ უნდოდა გუნდის დაშლა. ასეა ეს...
ობიექტური გულშემატკივარი
23:02 31-07-2015
0
16 ანმა საბოლოოდ მოკლა ფეხბურთი. ამ იდეის ავტორიც კი (ფრიდონ ინჯია) მიხვდა რაც ქნა და ეხლა ფეხბურთს თავს ანებებს.
vaishenspatrons
11:51 30-07-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული