რევაზ ჩელებაძე: მსაჯი ხელიდან ძლივს გამომგლიჯეს!

AutoSharing Option
ქობულეთის "შუქურა" თურქული შეკრებიდან დაბრუნდა. გელა სანაიას გაწვრთნილები 19-დან 31 ივლისამდე ერზრუმში ემზადებოდნენ. გუნდმა საკონტროლო შეხვედრებიც ჩაატარა. კლუბის დირექტორი რევაზ ჩელებაძე მოსამზადებელ ეტაპსა და სიახლეებზე გველაპარაკა:

- ივლისის ბოლოს ქობულეთში დავბრუნდით, ბიჭებმა ორი დღე დაისვენეს და სეზონისთვის მზადება განაახლეს. გუნდი ახლაც ქობულეთში ვარჯიშობს.

- თქვენს შეკრებაზე ინფორმაცია საკმაოდ მწირი იყო. იქნებ ახლა უფრო მეტი გვითხრათ ამხანაგურ მატჩებზე?
- ერზრუმში ორ აზერბაიჯანულ გუნდს შევხვდით - "ქიაფაზთან" 1:1 ვითამაშეთ. გოლი ლუკა გუგუჩიამ გაიტანა, "ზირესთან" კი 0:0 დავასრულეთ მატჩი. მათ გარდა, ორ თურქულ
კლუბთანაც გვქონდა საკონტროლო მატჩი: "სამსუნსფორთან" დავზავდით - 1:1. თავი გიორგი ჩელებაძემ გამოიჩინა, ხოლო პირველი ლიგის "გიოზთეფესთან" შეხვედრა 70-ე წუთზე ჩაიშალა...

- რატომ?
- რატომ და თურქმა მსაჯმა თავისიანებს ჩვენი ფეხბურთელების აშკარად და უტიფრად მოცელვის საშუალება მისცა. ისინიც არავის ინდობდნენ და ბიჭები გამწარდნენ. მსაჯის ხელშეწყობით, უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ 0:2-ს ვაგებდით. ასეთი უნამუსო მსაჯობა არასოდეს მინახავს. ასე ვიღაცას ხელ-ფეხს მოტეხდნენ.

დიდხანს ვიკავებდი თავს, მაგრამ ბოლოს ისე გავმწარდი, მოედანზე შევვარდი და მსაჯი ხელიდან ძლივს გამომგლიჯეს. მერე კი ბიჭები მოედნიდან გავიყვანე. რომ არა მსაჯობა, ამ შეხვედრასაც არ წავაგებდით.

- სეზონის დაწყებამდე საკონტროლო შეხვედრებს აღარ ჩაატარებთ?
- როგორ არა, დავგეგმეთ კიდეც: 7 აგვისტოს ოზურგეთის "მერცხალს" შევხვდებით, 8-ში - ქედის "ბეთლემს", ხოლო 10-ში - "მაჭახელას".

- ახლა სიახლეებზეც გვითხარით. თურქულ შეკრებამდე საკმაოდ ბევრი ახალწვეული გყავდათ. მათი რაოდენობა ხომ არ გაიზარდა?
- დიახ, გორის "დილადან" ნიჭიერი თენგიზ წიქარიძე დავიმატეთ, ხოლო რუსეთის პირველი ლიგის "ტოსნოდან" - ალბერტ ცხოვრებოვი.

- ადრე იყო ინფორმაცია, რომ თითქოს ის "დილაში" ითამაშებდა...
- ეს ბიჭი მამუკა ჯუღელმა ჩამოიყვანა და "შუქურაში" ითამაშებს. ის 22 წლისაა, რუსეთის მოქალაქეა და ცენტრალური მცველია. კარიერა ვლადიკავკაზის "ალანიაში" დაიწყო, მაგრამ გასული სეზონი რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბ "ტოსნოში" გაატარა.

- თქვენ თქვით, რომ ლიდერებში დასამკვიდრებლად ემზადებოდით. შეკრებამ ამაში დაგარწმუნათ?
- რა თქმა უნდა! ჩვენ ევროპალიგის საგზურისთვის ვიბრძოლებთ. სეზონისთვის საკმაოდ გავძლიერდით.

სულ მოსამზადებელ ეტაპზე 14 ფეხბურთელი დავიმატეთ - ჩვენთან არიან ლევან ინგოროყვა, გიგა ჭეიშვილი (ორივე - ლანჩხუთის "გურია"), ლევან გეგეჭკორი (მარტვილის "მერანი"), არჩილ ბაჯელიძე (საჩხერის "ჩიხურა"), ლუკა გუგუჩია ("ზუგდიდი"), გრიგოლ დოლიძე, ლევან შარიქაძე და რევაზ გეწაძე (ყველა - "სამტრედია"), თორნიკე თარხნიშვილი ("ცხინვალი"), გოჩა ხოჯავა ("სახალინი") და თავდამსხმელები - მიხეილ კაკალაძე (ბათუმის "დინამო") და გუჯა ლობჯანიძე (თბილისის "ვიტ ჯორჯია").

ასეთი მოთამაშეებით მიზანი, რომელიც დავისახეთ, რეალურად მიღწევადი მგონია.

- ხოჯავას ნიჭიერ მოთამაშედ ვიცნობდით, მაგრამ ბოლო წლებში სულ ტრავმები აწუხებდა. ახლა როგორ ფორმაშია?
- თურქეთში მთელი სერიოზულობით ემზადებოდა და დარწმუნებული ვარ, სეზონს კარგ ფორმაში შეხვდება. მისი დიდი იმედი გვაქვს.

- თქვენი ვაჟის ამბავსაც გკითხავთ. ცნობილი იყო, რომ გიორგი კვიპროსში გადასვლას აპირებდა, მაგრამ ისევ "შუქურაშია". რა ხდება? ჩაიშალა ტრანსფერი?
- გიორგის ამბავი ჯერაც გასარკვევია. თუ აქედან არაფერი გამოვიდა, მაშინ ჩვენთან დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა გულშემატკივარი ამას აგინებდა.ნეტა რა მოთამაშე იყო.ხმას როგორ იღებს!!!
gabi
06 აგვისტო 2015 10:17
0
სულ ბუნდღლაში ამოავლო არა?! ერთი ეგ არის ტრიპაჩა ....
euf
05 აგვისტო 2015 19:01
0
ირაკლი გეთანხმები. ევროტურნირები არის ჩვენი სარკე, სადაც ვნახულობთ რა მდგომარეობაში ვართ და გვიჩენენ ჩვენს ადგილს. წინა ჩემპიონატიც დაძაბული იყო, მაგრამ ივლისის თვემ გვიჩვენა რომ დაძაბული იყო მხოლოდ საერთო დონის დაწევის ხარჯზე და არა იმიტომ რომ დანარჩენი გუნდების სათამაშო დონემ აიწია. ლეგიონერების და ფულის ჩადების გარეშე არაფერი არ გამოვა. ქვეყნის ჩემპიონი გახდები ლეგიონერების გარეშე, მაგრამ ევროტურნირებზე უკვე ფონს ვერ გადიხარ. რა თქმა უნდა ვგულისხმობ საშუალო დონის ლეგიონერებს და არა გადმოპარულ არალეგალებს.
georgiano
05 აგვისტო 2015 18:38
0
შენ პირს შაქარი! მაგას მომდევნო წლის ივლის-აგვისტო გამოაჩენს რამდენად გამორჩეული იქნება. დაძაბულობა რო არ მოაკლდება ფაქტია (არც გასულ ჩემპიონატს აკლდა), მარა ეგ დაძაბულობა რო არ ყოფნის ევრო-დონეს ესიც ფაქტია.
ისე სიონის ამბიციების რა მოგახსენო?...
irakli apkhaidze
05 აგვისტო 2015 16:26
0
სკეპტიკოსების გასაგონად. ეს ცემპიონატი გამორჩეული იქნება. დინამო, ტორპედო, დილა, საბურთალო, სიონი,სამტრედია,ცხინვალი,შუქურა, ბათუმი, ზუგდიდი და საერთოდ დანარჩენები უეფას ზონისათვის იბრძოლებენ, ნახავთ. მაისში შევხვდებით
puma
05 აგვისტო 2015 16:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული