დინამო (თბ)-სიონი 3:1 - "იაშკას" გაფუჭებული პენალტის მიუხედავად... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
4 აგვისტოს თბილისის "დინამომ" და ბოლნისის "სიონმა" დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ისპარინგეს. მთელი მატჩის განმავლობაში უპირატესობას დინამოელები ფლობდნენ და შეხვედრაც მათივე გამარჯვებით, 3:1 დასრულდა.

ანგარიში მე-18 წუთზე მათე ცინცაძემ გახსნა - ოთარ კიტეიშვილის კუთხურის შემდეგ მან თავით მიუჩინა ბურთს ადგილი ბოლნისელთა კარში.

მერე, გიორგი თევზაძის კარგი პასის შემდეგ, ბოლნისელთა მეკარესთან პირისპირ გადიოდა გიორგი ქვილითაია, რომელიც მცველებმა წესების დარღვევით შეაჩერეს. დაინიშნა პენალტი, რომელიც ალექსანდრე იაშვილმა ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმის დებიუტში ორი გოლი გავიდა - ჯერ კობა შალამბერიძემ შეძლო ანგარიშის გათანაბრება, მერე კი
ცინცაძის პასი გოლად აქცია ჯაბა ჯიღაურმა. 55-ე წუთზე კი ქვილითაიამ საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დინამო: ჰრდლიჩკა (68. ბეგაშვილი), კაკაბაძე (62. ტვილდიანი), რენე ფერეირა, ჭელიძე, თევზაძე (62. გურული), ცინცაძე (62. გველესიანი), პარუნაშვილი, ჯიღაური, კიტეიშვილი (62. ჯანელიძე), იაშვილი (62. არაბული), ქვილითაია (62. ვოლკოვი).
სიონი: ნანიევი, ფოფხაძე, სვანიძე, კილასონია, საჯაია, გაფრინდაშვილი, ვასაძე, გოგობერიშვილი, შალამბერიძე, მიქაბერიძე, ისიანი. შეცვლაზე შევიდნენ: გიორბელიძე, ა. მესხი, მანჯგალაძე, მანაგაძე, ოთარიშვილი, მოსემღვდლიშვილი, ც. მესხი, ჭიკაიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საღოლ ლადო ბურდული! ესაა ორი წელი რომ გუნდს აკეთებდი?! თან ხელშეწყობაც ქონდა ყველანაირი მუნიციპალიტეტისგან. რაც არ იცი იმას ხელი არ უნდა მოკიდო..
georgiano
18:57 05-08-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული