მარტვილის "მერანს" სეზონთაშორის პერიოდში გვარიანი ფინანსური პრობლემები შეექმნა და სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა, რომ გუნდი არაერთმა წამყვანმა ფეხბურთელმა დატოვა.
ამის მიუხედავად, მარტვილელები დანებებას არ აპირებენ, მეტიც - საქმეს ისეთი პირი უჩანს, მომავალ სეზონში "მერანს" ერთობ ბრძოლისუნარიანი გუნდიც ეყოლება. მათ რამდენიმე საყურადღებო ტრანსფერი განახორციელეს.
მთლად ახალი ამბავია "მერანში" 26 წლის ნახევარმცველის, ლევან კუტალიას გამოჩენა. მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც უთამაშია. ასევე, აქვს ბოსნიაში ასპარეზობის გამოცდილება. იქ კუტალია "სლავიასა" და "ზრინსკის" ღირსებას იცავდა.
ეს კი არა, ლევანს ერთი
ცხადია, კუტალიას გადაბირება მნიშვნელოვნად გააძლიერებს "მერანს". ლევანი უცხოეთში ცდილობდა დამკვიდრებას, მაგრამ, როგორც ჩანს, ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა.
მომავალ სეზონში "მერანის" რიგებში ორი ლეგიონერიც ითამაშებს. ესენი არიან უკრაინელი მცველი კოტი და ასევე უკრაინელი მეკარე, რომლის თაობაზეც უფრო მეტს უახლოეს მომავალში გეტყვით.
როგორც "მერანის" დირექტორმა ელდარ ბაკურიამ გვითხრა, "მერანს" გუშინ შეუერთდა ადრე იტალიის ქვედა ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელი. ამ მოთამაშეზე დაწვრილებით ინფორმაციას "ლელოს" შემდეგ ნომერში მოგაწვდით.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"