ქუთაისის "ტორპედო": ვაჟა ტაბატაძე დაბრუნდა, თომაშვილი და შალიკაშვილი წავიდნენ

AutoSharing Option
ნახევარწლიანი განშორების შემდეგ ვაჟა ტაბატაძე ქუთაისის "ტორპედოში" დაბრუნდა. 24 წლის მარჯვენა მცველმა წინა სეზონის მეორე ნახევარი თბილისის "დინამოში" გაატარა, მაგრამ იქ კარიერა ვერ აეწყო.

ტაბატაძეს "ტორპედოს" გულშემატკივრები აფასებენ. ის XXVI ჩემპიონატის ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო. ბოლოს მას ტრავმა ჰქონდა, მაგრამ სარეაბილიტაციო კურსი უკვე დაასრულა და უახლოეს დღეებში "ტორპედოსთან" ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას სრული დატვირთვით შეუდგება.

აქვე დავძენთ, რომ ქუთაისიდან მცველები - გულვერდ თომაშვილი და თორნიკე შალიკაშვილი წავიდნენ. არადა, ისინი "ტორპედოსთან" ერთად ემზადებოდნენ.

მიზეზებზე გიორგი დარასელიამ ეს გვითხრა:

"ჩვენ მათთან თანამშრომლობის
სურვილი გვქონდა, მაგრამ ეს ვეღარ ხერხდებოდა, რადგან ბიუჯეტი უკვე გაწერილი იყო და თომაშვილსა და შალიკაშვილს ამიტომაც მოუწიათ წასვლა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული