უჩა სოსიაშვილმა ახალწვეულებს წარმატებები უსურვა, ხოლო გულშემატკივარს ეროვნულ ჩემპიონატში მორიგ გამარჯვებას დაჰპირდა. მწვრთნელმა გუნდიდან წასულ ათ ფეხბურთელს მადლობა გადაუხადა:
"მათ გარეშე გაგვიჭირდებოდა ჩემპიონატის მოგება. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო პირად და საფეხბურთო ცხოვრებაში", - აღნიშნა გორელთა თავკაცმა.
მისივე თქმით, "დილა" განსაკუთრებულად ელის სუპერთასის მატჩს (25 აგვისტო), რადგან თბილისის "დინამოსთან" მომავალ დაპირისპირებას ჩემპიონისთვის უდიდესი
ფეხბურთელთა წარდგენამდე მედიასა და გულშემატკივრებს მიმართა "დილას" დირექტორმაც.
გიორგი ტუღუშის თქმით, ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების სინთეზი "დილას" წარმატების წინაპირობა იქნება. გუნდიდან წასული ფეხბურთელების მიმართ სამადლობელი სიტყვები არც დირექტორმა დაიშურა...
წარდგენის დასრულების შემდეგ უჩა სოსიაშვილმა ფეხბურთელებს მოედანზე უხმო და ვარჯიში გამართა.
აღსანიშნავია, რომ საჩემპიონო სეზონის შემდეგ "დილამ" 11 ფეხბურთელი დაიმატა, მათ შორის - ეროვნული ნაკრების ყოფილი და მოქმედი წევრებიც.
გუნდში მოვიდნენ: 12. ალექსეი შევჩენკო (დინამო კიევი, უკრაინა); 30. მიხეილ მუჯრიშვილი (სამტრედია); 16. დავით კვირკველია (სამტრედია); 21. თეიმურაზ ღონღაძე (ჩიხურა); 88. გიორგი ნავალოვსკი (ტოსნო, რუსეთი); 3. გიორგი პაპავა (ნეა სალამინა, კვიპროსი); 90. მათე კვირკვია (ზესტაფონი); 8. გიორგი ილურიძე (ზესტაფონი); 99. ოთარ მარცვალაძე (ტოსნო, რუსეთი); 14. ისლამ მაშუკოვი (სკა ენერგია, რუსეთი); 11. ლევან ნონიკაშვილი (დილას დუბლები).
გუნდი დატოვეს: ომარ მიგინეიშვილმა, გიორგი სომხიშვილმა, ლაშა ჯაფარიძემ, სლავკო მარიჩმა, გიორგი სეთურიძემ, ლუკა რაზმაძემ, თენგო წიქარიძემ, ნიკა კვეკვესკირმა, გიორგი თექთურმანიძემ და მიხაილ გორელიშვილმა.
fcdila.ge