21:53 21-08-2015
უმაღლესი ლიგა. II ტური: თბილისის "დინამოს" მორიგი 4 გოლი და 3 ქულა [VIDEO]
AutoSharing Option
ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გეგა დიასამიძემ გახსნა, თუმცა რკინიგზელთა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა - მე-16 წუთზე გიორგი თევზაძემ გაათანაბრა, აქედან ათიოდე წუთში კი მსაჯმა მოედნიდან კონსტანტინე ღაღანიძე გააძევა და "ლოკომოტივის" კარში დანიშნული პენალტი კი მათე ცინცაძემ (27) გამოიყენა.
კაცნაკლულმა "ლოკომოტივმა" დინამოელებს წინააღმდეგობა ვეღარ გაუწია - ტაიმის დასრულებამდე გოლი ჯაბა ჯიღაურმა (36) გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი მეორე ტაიმში ზაზა ჭელიძემ (84). დააფიქსირა.
ამ გამარჯვებით გია გეგუჩაძის გუნდმა 6 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში დროებით გალიდერდა. ჯერჯერობით ქულა არ აქვს უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ "ლოკომოტივს".
შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამომ" ასევე 4 გოლი გაუტანა პირველ ტურში თერჯოლის "საპოვნელას".
უმაღლესი ლიგის II ტური დღეს გორში, "დილასა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრით გაიხსნა (1:1). ტურის დარჩენილი 6 შეხვედრა კი ხვალ, 22 აგვისტოს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. II ტური: "დილა" და ბათუმის "დინამო" დაზავდნენ
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
"დროებით გალიდერდა" სადაური ქართულია?
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული