სამტრედია-ლოკომოტივი 3:2 - გია ცეცაძის 100-პროცენტიანი შედეგი

AutoSharing Option
30 აგვისტოს სამტრედიაში, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა "სამტრედიამ" თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

მასპინძლები ორბურთიანი უპირატესობით დაწინაურდნენ - გატანილი გოლებით ბუდუ ზივზივაძე (10) და ავთო ენდელაძე გამოირჩნენ (42). შესვენებამდე სხვაობის შემცირება მამია გავაშელიშვილმა მოახერხა (45), მეორე ტაიმში კი ქანთარიამ წონასწორობა აღადგინა (60).

"სამტრედიას" გამარჯვება და 3 ქულა დავით რაჟამაშვილმა მოუტანა (73).

აღსანიშნავია, რომ გია ცეცაძის გაწვრთნილ გუნდს სამი მატჩიდან სამი მოგება აქვს და 9 ქულით, თბილისის "დინამოსთან" ერთად, სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

საქართველოს XXVII ეროვნული
ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. III ტური

30.08. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე". 1000 მაყურებელი
სამტრედია-ლოკომოტივი 3:2
გოლები: 1:0 ზივზივაძე (10), 2:0 ენდელაძე (42), 2:1 გავაშელიშვილი (45), 2:2 ქანთარია (60), 3:2 რაჟამაშვილი (73)

ბომბარდირები
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 5
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 4
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 4
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 3
ა. იაშვილი (დინამო თბ) 3
მ. ცინცაძე (დინამო თბ) 3

IV ტური
11 სექტემბერი, პარასკევი
ლოკომოტივი-გურია
მერანი-დინამო (თბ)

12 სექტემბერი, შაბათი
კოლხეთი-შუქურა
საპოვნელა-სიონი
ზუგდიდი-ჩიხურა
დილა-ცხინვალი
დინამო (ბთ)-ტორპედო
საბურთალო-სამტრედია.
მკითხველის კომენტარები / 4 /
გავაშელიშვილს გაატანინეს კიარ გაიტანა.
სმტ
17:15 31-08-2015
0
ხალხი გაცილებით მეტი იყო ვიდრე 1000!!!
guro
00:10 01-09-2015
0

სიახლეები პოპულარული