ლანჩხუთის "გურია": სამწვრთნელო შტაბი გაუშვეს, დირექტორატის წევრები დააჯარიმეს

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კახა გოგიჩაიშვილმა და მისმა შტაბმა კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დათქმული პირობა ვერ შეასრულა (აუცილებელი გამარჯვება "საბურთალოსთან" 20 სექტემბერის მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა), რაც იმას ნიშნავს რომ "გურიას" მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება.

მანამდე კი, "გურიას" ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გაეცანით:

"გურიას" მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, დათხოვნილნი არიან გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი და მისი სამწვრთნელო შტაბი.

ასევე, 30%-ით დაჯარიმდნენ კლუბის დირექტორატის წევრები - სპორტულ დირექტორს არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგის, ფინანსურ დირექტორს - ფინანსური სანქციების არგატარების, ხოლო
აღმასრულებელ დირექტორს არაორგანიზებულობის გამო, დაექვითებათ 10-10 დღის ხელფასი.

მათ მიეცათ ბოლო გაფრთხილება და თუ წარუმატებლობა გაგრძელდება, ისინიც დათხოვნილები იქნებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგიჩ რა ფეხბურტელიც იყავი ის მწვრტნელი ხარ.
vano.
23 სექტემბერი 2015 12:58
0
გოგიჩ 10 ელამდე ნაკრები ჩაიბარე
vova
22 სექტემბერი 2015 21:14
0
ურუშაძემ რომ შეითავსოს მწვრთნელობაც? :)))) სირცხვილია..სირცხვილი..
girsheli
22 სექტემბერი 2015 11:21
0
იგივე სანქციებია გასატარებელი ქუთაისის ტორპედოში, არაორგანიზებულობის და უდისციპლინობის გამო.
joni
22 სექტემბერი 2015 09:43
0

სიახლეები პოპულარული