ლანჩხუთის "გურია": სამწვრთნელო შტაბი გაუშვეს, დირექტორატის წევრები დააჯარიმეს

AutoSharing Option
ლანჩხუთის "გურია" მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. კახა გოგიჩაიშვილმა და მისმა შტაბმა კლუბის ხელმძღვანელობის მიერ დათქმული პირობა ვერ შეასრულა (აუცილებელი გამარჯვება "საბურთალოსთან" 20 სექტემბერის მატჩში, რომელიც 0:0 დასრულდა), რაც იმას ნიშნავს რომ "გურიას" მალე ახალი მწვრთნელი ეყოლება.

მანამდე კი, "გურიას" ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გაეცანით:

"გურიას" მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო, დათხოვნილნი არიან გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა გოგიჩაიშვილი და მისი სამწვრთნელო შტაბი.

ასევე, 30%-ით დაჯარიმდნენ კლუბის დირექტორატის წევრები - სპორტულ დირექტორს არადამაკმაყოფილებელი სპორტული შედეგის, ფინანსურ დირექტორს - ფინანსური სანქციების არგატარების, ხოლო
აღმასრულებელ დირექტორს არაორგანიზებულობის გამო, დაექვითებათ 10-10 დღის ხელფასი.

მათ მიეცათ ბოლო გაფრთხილება და თუ წარუმატებლობა გაგრძელდება, ისინიც დათხოვნილები იქნებიან".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
გოგიჩ რა ფეხბურტელიც იყავი ის მწვრტნელი ხარ.
vano.
12:58 23-09-2015
0
გოგიჩ 10 ელამდე ნაკრები ჩაიბარე
vova
21:14 22-09-2015
0

სიახლეები პოპულარული