უმაღლესი ლიგა. VI ტური: "დილამ" თბილისის "დინამოს" ისტორიაში მეორედ მოუგო!

AutoSharing Option
26 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა.

ტურის მთავარი შეხვედრა გორში შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა "დილამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა, მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა ჩამოართვა.

აღსანიშნავია, რომ გია გეგუჩაძის გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში აქამდე 100%-იანი შედეგი ჰქონდა, ისტორიაში კი ეს მეორე შემთხვევაა, როცა "დილამ" "დინამოს" მოუგო.

თენგიუზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ანგარიში ირაკლი მოდებაძემ 11-მეტრიანით, მე-20 წუთზე გახსნა, რასაც წინ სტუმართა მეკარე გიორგი ბეგაშვილის გაძევება უძღოდა. მოდებაძემ მეორე ტაიმში ლიბორ ჰრლიჩკას მეორედ
61-ე წუთზე გაუტანა და დუბლი მიითვალა.

VI ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს გორის "დილა" ლიდერობს 16 ქულით. 15 ქულა აქვს თბილისის "დინამოს", 14 - ბოლნისის "სიონს".

უმაღლესი ლიგა. VI ტური
26 სექტემბერი
დილა-დინამო (თბ) 2:0

გოლები: 1:0 მოდებაძე (20, პენ.), 2:0 მოდებაძე.
გაძევება: ბეგაშვილი (17, დინამო).

ზუგდიდი-სამტრედია 3:3
გოლები: 1:0 ბულია (18), 1:1 დათუნაიშვილი (25), 1:2 ენდელაძე (45), 2:2 ბულია (45), 3:2 წურწუმია (48), 3:3 სიხარულიძე (69).

მერანი-გურია 2:0
გოლები: 1:0 კილაძე (40, საკ კარში), 2:0 აშორთია (67).

კოლხეთი-საპოვნელა 0:0

დინამო (ბთ)-ჩიხურა 1:1
გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (26), 1:1 მუმლაძე (51)
გაძევება: კუსიანი (65, ჩიხურა).

ტორპედო-ცხინვალი 1:3
გოლები: 0:1 ლექვთაძე (29), 0:2, 0:3 კაჭარავა (32, 37), 1:3 სიჭინავა (50).

25 სექტემბერი
საბურთალო-სიონი 2:3
გოლები: 1:0 საბანაძე (9), 1:1 სვანაძე (21), 1:2, 1:3 ისიანი (57, 63), 2:3 დვალი (72).

ლოკომოტივი-შუქურა 0:0.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ძუკუ გეყოს კაცობა და გადადექი! შეეშვი ქუთაისს!
nikata
20:22 26-09-2015
0
წადი დარასელია, მოშორდი ტორპედოს
nikata
20:43 26-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული