უმაღლესი ლიგა. VI ტური: "დილამ" თბილისის "დინამოს" ისტორიაში მეორედ მოუგო!

AutoSharing Option
26 სექტემბერს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VI ტურის დარჩენილი 6 მატჩი გაიმართა.

ტურის მთავარი შეხვედრა გორში შედგა, სადაც მოქმედმა ჩემპიონმა "დილამ" თბილისის "დინამოს" უმასპინძლა, მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში ლიდერობა ჩამოართვა.

აღსანიშნავია, რომ გია გეგუჩაძის გუნდს მიმდინარე ჩემპიონატში აქამდე 100%-იანი შედეგი ჰქონდა, ისტორიაში კი ეს მეორე შემთხვევაა, როცა "დილამ" "დინამოს" მოუგო.

თენგიუზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ანგარიში ირაკლი მოდებაძემ 11-მეტრიანით, მე-20 წუთზე გახსნა, რასაც წინ სტუმართა მეკარე გიორგი ბეგაშვილის გაძევება უძღოდა. მოდებაძემ მეორე ტაიმში ლიბორ ჰრლიჩკას მეორედ
61-ე წუთზე გაუტანა და დუბლი მიითვალა.

VI ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილს გორის "დილა" ლიდერობს 16 ქულით. 15 ქულა აქვს თბილისის "დინამოს", 14 - ბოლნისის "სიონს".

უმაღლესი ლიგა. VI ტური
26 სექტემბერი
დილა-დინამო (თბ) 2:0

გოლები: 1:0 მოდებაძე (20, პენ.), 2:0 მოდებაძე.
გაძევება: ბეგაშვილი (17, დინამო).

ზუგდიდი-სამტრედია 3:3
გოლები: 1:0 ბულია (18), 1:1 დათუნაიშვილი (25), 1:2 ენდელაძე (45), 2:2 ბულია (45), 3:2 წურწუმია (48), 3:3 სიხარულიძე (69).

მერანი-გურია 2:0
გოლები: 1:0 კილაძე (40, საკ კარში), 2:0 აშორთია (67).

კოლხეთი-საპოვნელა 0:0

დინამო (ბთ)-ჩიხურა 1:1
გოლები: 1:0 ლუის ალბერტო (26), 1:1 მუმლაძე (51)
გაძევება: კუსიანი (65, ჩიხურა).

ტორპედო-ცხინვალი 1:3
გოლები: 0:1 ლექვთაძე (29), 0:2, 0:3 კაჭარავა (32, 37), 1:3 სიჭინავა (50).

25 სექტემბერი
საბურთალო-სიონი 2:3
გოლები: 1:0 საბანაძე (9), 1:1 სვანაძე (21), 1:2, 1:3 ისიანი (57, 63), 2:3 დვალი (72).

ლოკომოტივი-შუქურა 0:0.
მკითხველის კომენტარები / 11 /
დინამო ერთი მილიონერის ამბიციებზე აგებული მზარდი გუნდიაა რომელიც შედეგს ვერ დებს დაა ვერც იმ ახალგაზრდა ნიჭიერ თაობას იყენებს სამწუხაროდ,დილა ადგილობრივი ბიუჯეტის ბალანსზეა დაა შედარებით კარგ პეხბურტს თამაშობს ვიდრე დინამო და შედეგიც ნათლად ჩანს და თამაშის ხარისხიც, ამას უნდა ხედავდეს ქართველი ხალხი ! ...
vaskulat
20:28 27-09-2015
0
ვინმეს ეეჭვება რომ პენალტი იყო თუ არა "დინამოსთან"? ნახეთ ვიდეო,თვითონ დარწმუნდებით.რაც შეეხება მეკარის გაგდებას,ეს იყო ბოლო იმედის ჯარიმა და აქედან გამომდინარე პენალტთან ერთად აუცილებლად გასაგდები იყო მეკარე,მოდებაძეს კინაღამ ტრამვა მიაღებინა.პენალტამდეც თამაში "დილას"დიდი უპირატესობით მიდიოდა და მის შემდეგაც.აქამდე "დინამო"ხვდებოდა შედარებით სუსტ გუნდებს,მიტომ გაჰქონდა 4 და მეტი გოლი,ახლა გადაეყარა მასძე ძლიერ გუნდს და ვერაფერი გააწყო მის წინააღმდეგ.შემდეგშიც ასე გაგრძელდება.სხვათა შორის გეგუჩაძე ყოველთვის მოზომილ კომენტარებს აკეთებდა მოგებული თამაშების შედეგ,პროფესიონალი სპეციალისტია და მიტომ.
სხვა თემაა "დინამოს"გულშემატკივართა ქცევა.ასეთი უზრდელი და გაუგებარი ხალხი ჩემს დღეში არ მინახავს-სკამების მტვრევით და სტადიონზე მოსროლით "ამხნევებდნენ" თავიანთ გუნდს.
merabi
15:04 27-09-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული