ნულები ზუგდიდში

AutoSharing Option
ზუგდიდის "ბაიას" ბაზაზე გუშინ მასპინძელთა და სამტრედიელთა შორის ტესტ-მატჩი გაიმართა და ფრედ, 0:0 დასრულდა. ანგარიშის მიუხედავად, შეხვედრა უინტერესო არ ყოფილა, საგოლე შანსები "ბაიასაც" ჰქონდა და "სამტრედიასაც".

ბაია: სომხიშვილი, კვეკვესკირი, კვესეიშვილი, რ. ონიანი, აკობია, წურწუმია (კუკავა), შ. ლომია (რიგვავა), სიხარულია (მალიჩავა) კ. ჩხეტიანი (ი. კანდელაკი), გუგუჩია (ვართაგავა), გ. ნოდ. ჭელიძე (მეგრელაძე)

სამტრედია: ძაგანია, სოსელია, თ. შალიკაშვილი, ხუმარაშვილი, ხარაბაძე, ჩომახიძე, ბაკურაძე, ი. შალიკაშვილი, კირკიტაძე, პავლიაშვილი, კვერენჩხილაძე

შეცვლაზე შევიდნენ: შენგელია, კუპრეიშვილი, კირთაძე, ფურთუხია, მახარაძე, ბაკარანძე, ჭკადუა.
"ბაიას" შემადგენლობაში მიკროტრავმების გამო არ უთამაშიათ ირაკლი
ეხვაიასა და გუნდის ახალწვეულებს, დავით ჭიჭვეიშვილსა და ალექსანდრე გოგობერიშვილს. ზუგდიდური კლუბი დატოვეს გურამ სამადაშვილმა, გიორგი ქირიამ, ზაზა სახოკიამ და ამირან ყველაშვილმა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული