უმაღლესი ლიგა. VII ტური: გორის "დილა" სამტრედიაში განადგურდა - 0:5!

AutoSharing Option
3 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის VII ტური სამი მატჩით გაიხსნა.

* * *
სტუმრად სამტრედიაში, ადგილობრივ გუნდთან ანგარიშით 0:5 განადგურდა მოქმედი ჩემიონი გორის "დილა", რომელმაც წინა ტურში თბილისის "დინამოს" მოუგო და ამით სატურნირო ცხრილში ლიდერობა მოიპოვა.

"სამტრედიამ" გორელთა გუნდს ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. დუბლი ავთო ენდელაძემ (45, 57) შეასრულა, თითო გოლი კი ბუდუ ზივზივაძემ (11), ნიკა სანდოხაძემ (42) და ირაკლი სიხარულიძემ (77) გაიტანეს.

ამ გამარჯვებით გია ცეცაძის გუნდმა 16 ქულა
დააგროვა, სატურნირო ცხრილში ბურთების უკეთესი სხვაობით "დილას" გადაასწრო და დროებით გალიდერდა. 15 ქულა და თამაში რეზერვში აქვს თბილისის "დინამოს"....

* * *
ასევე ხუთი გოლი გაუტანა მეტოქეს "ცხინვალმაც". კახა კაჭარავას გუნდმა ფოთის "კოლხეთს" მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა და ანგარიშით 5:1 სძლია.

ცხინვალელთაგან დუბლი ნიკა კაჭარავამ შეასრულა (78, 86), მანამდე კი გოლები დავით მაისაშვილმა (10), ზვიად ლობჟანიძემ (48) და ბიძინა მახარობლიძემ (52) გაიტანეს.

ფოთელებმა მხოლოდ ერთი ბურთი გაქვითეს - ეს ომარ გოგონაიამ შეძლო (72).

* * *
პირველი გამარჯვება იზეიმა თერჯოლის "საპოვნელამ", რომელმაც ქუთაისში თბილისის "ლოკომოტივი" დაამარცხა - 2:1.

ანგარიში სტუმრებმა გიორგი ხიდეშელის გოლით 30-ე წუთზე გახსნეს, თუმცა შემდეგ თერჯოლელებმა ორჯერ გაიტანეს - გიორგი ბუხაიძემ 45-ზე, ხოლო 89-ე წუთზე საბოლოო ანგარიში გიორგი ტყეშელაშვილმა დააფიქსირა.

* * *
დღეს, მოგვიანებით დაიწყება თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" დაპირისპირება. ტურის დანარჩენი შეხვედრები კი ხვალ, 4 ოქტომბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვიყავი სამტრედიაში თამაშზე."სამტრედიამ" ყველა კომპონენტში აჯობა"დილას" და შეიძლება ითქვას რომ მაგრად"გადაურბინა".
ასეთი უსუსური "დილა"ბევრი წლებია არ მინახავს."სამტრედიამ" დამსახურებულად გაიმარჯვა.მაგრამ ეს არ არის სამყაროს დასასრული,"დილა" ისევ იტყვის თავის სიტყვას-გორელი გულშემატკივარი.
გორელი
04 ოქტომბერი 2015 10:02
0
დილა თავის სიტყვას იტყვის და ეჭვიც არ მეპარება მარა ამ ლაქას ჩამორეცხვა უნდა,თანაც გვარიანი,ესეთ თამაშში დინამო თბ,გაგვიტანდა 15 გოლს,სამტრედიას არ ყავს შემსრულებლები და მაგიტომ ვერ იყენებდა მომენტებს,,სირცხვილია ძმებო წაგებას გირსეულად უნდა შეხვდეო ნათქვამია მარა ეს არ იყო ღირსეული წაგება ,სეირნობდით მოედანზე იმის მაგივრად რო მაქსიმუმი დაგედოთ,ესე მაყურებელს დაკარგავთ და არავინ არ მოვა სტადიონზე,ჩვენ არ ვიმსახურებთ გორელები ესეთი თამაშის ყურებას.
gori
04 ოქტომბერი 2015 09:44
0
მოგეცატ სალაპარაკო დილა ტავის სიტკვას იტკვის
alika dila
03 ოქტომბერი 2015 22:07
0
მინდა ავგნიშნო გორელებს მართლაც სამი საგოლე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ისიც მინდა დავამატო სამტრედიის სამტრედიას ალბატ სამი ოთხჯერ მეტი და რეალური.
lasha
03 ოქტომბერი 2015 21:51
0
რბევა ლიდერების აწი იქნება...
ეს ერთი და სხვა მრავალი
დღედს სამტრედიამ გორი მართლაც დარბია, თუმცა გორელებს სამჯერ არ გაუმართლათ მეკარისა და იღბლის გამო
ისე კი პირადი შეგრძნება მაქვს რომ გორელებს არ გეონათ თუ სამტრედიაში ასეთი გუნდი იქნებოდა და ამას ემატება კიდევ ხელოვნურსაფარიანი, რომლეზეც მოდებაძე და თავმდასხმელები გორელებისა ისე დადიოდნენ როგორც ყინულზე, თუმცა ეს არ ამართლებს მათ.
სამტრედია ყველა კომპონენტში სჯობნიდა მეტოქეს.
jango
03 ოქტომბერი 2015 18:54
0
არ გრცხვენიათ წინა სიმბოლურში ენდელაძე რომ არ შეიყვამეთ?
dato
03 ოქტომბერი 2015 17:38
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული